bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 11
Zechariah 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 12 →
1
გააღე, ლიბანო, შენი კარიბჭე, რომ ცეცხლმა შეჭამოს შენი კედრები!
2
გოდებდე, კვიპაროსო, რადგან დაეცა კედარი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი; გოდებდეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო უღრანი ტყე.
3
ისმინეთ მწყემსთა გოდების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი იალაღები; ისმინეთ ლომთა ბრდღვინვა, რადგან გაიძარცვა იორდანეს მშვენება.
4
ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: დამწყსე დასაკლავად განწირული ცხვრები,
5
მოვაჭრენი რომ ხოცავენ უწყალოდ, გამყიდველნი კი ამბობენ: „კურთხეულია უფალი, რადგან გავმდიდრდით!“ მათ მწყემსებსაც არ ანაღვლებთ ისინი.
6
რადგან მეც აღარ დავინდობ ამ ქვეყნის მკვიდრთ, – ამბობს უფალი, – აჰა, ჩავუგდებ ყოველ კაცს თავის თვისტომს ხელში და თავის მეფეს, და ისინი აიკლებენ ქვეყანას, და მე არ დავიხსნი მათ მათი ხელიდან.
7
დავმწყემსავ ცხვარს, დასაკლავად განწირულ ცხვარს, დაბეჩავებულ ცხვარს. ავიღებ ორ კომბალს, ერთს ვუწოდებ სიკეთეს, მეორეს – საკრველს, და იმითი დავმწყემსავ ცხვარს.
8
ერთ თვეში მოვსპობ სამ მწყემსს; და ვეღარ აიტანს მათ ჩემი სული, როგორც მათმა სულმა შემიძულა მე.
9
და მე ვამბობ: „მე აღარ დაგმწყემსავთ; მოსაკვდომი მოკვდეს, გასაწყვეტი გაწყდეს, დარჩენილებმა ერთმანეთის ხორცი ჭამონ.“
10
ავიღებ კომბალს – სიკეთეს და გადავტეხ, რათა გავაქარწყლო ჩემი აღთქმა, რომელიც ყველა ხალხებს დავუდე.
11
და მოისპობა ის იმ დღეს, და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა.
12
და ვეტყვი მათ: „თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, და თუ არა, ნუ მომცემთ;“ და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.
13
და მითხრა უფალმა: „ჩაყარე ისინი საგანძურში,“ – საუკეთესო საფასური, როგორც შევფასდი მათგან. მეც ავიღე 30 ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში.
14
და გავტეხ ჩემს მეორე კომბალს – საკრველს, რათა დავარღვიო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის.
15
და მითხრა უფალმა: კიდევ აიღე უგუნური მწყემსის იარაღი,
16
რადგან აჰა, დავუყენებ ამ ქვეყანას მწყემსს, რომელიც მომაკვდავთ არ მიხედავს, დაკარგულს არ მოძებნის, დაცემულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვებავს, მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს აახლეჩს.
17
ვაი უმაქნის მწყემსს, ფარის მიმტოვებელს! მახვილი მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე. მთლიანად შეახმება მკლავი და მთლიანად დაევსება მარჯვენა თვალი!
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14