bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 2
Zechariah 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 3 →
1
ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, კაცი საზომი ლარით ხელში.
2
ვკითხე: „სად მიდიხარ?“ მითხრა: „იერუსალიმის გასაზომად, რომ გავიგო მისი სიგრძე და განი.“
3
აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის მის შესახვედრად.
4
უთხრა მას: „გაიქეცი და უთხარი ამ ჭაბუკს: ვრცლად დასახლდება იერუსალიმი უამრავი ხალხითა და პირუტყვით.
5
მე ვიქნები ცეცხლის კედელი მის ირგვლივ, – ამბობს უფალი, – და დიდება მის შუაგულში.“
6
ჰოი, ჰოი! გაიქეცით ჩრდილოეთის ქვეყნიდან, – ამბობს უფალი, – რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტეთ, – ამბობს უფალი.
7
თავს უშველე, სიონო, ბაბილონის ასულთან გადასახლებულო.
8
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, რომელმაც მე მიმავლინა ხალხებთან, რომლებმაც შენ გაგძარცვეს: ის, ვინც თქვენ გეხებათ, ჩემი თვალის გუგას ეხება.
9
რადგან, აჰა, ხელს მოვუღერებ მათ და ისინი მათი მონების ნადავლად იქცევიან, და მაშინ მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა.
10
იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო! რადგან, აჰა, მე მოვალ და დავივანებ შენს შორის, – ამბობს უფალი.
11
შეეფარებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს, და გახდებიან ჩემი ხალხი; და მე დავივანებ შენს შორის, და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან.
12
და დაიმკვიდრებს უფალი იუდას, თავის წილხვედრს წმიდა მიწაზე, და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.
13
და კრთოდეს ყოველ ხორციელ უფლის წინაშე, რადგან, აჰა, წამოიმართა ის თავისი წმიდა სავანიდან.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14