bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 8
Zechariah 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 9 →
1
და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა:
2
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული სიონის მიმართ.
3
ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ იერუსალიმში და დაერქმევა იერუსალიმს ჭეშმარიტების ქალაქი, და ცაბაოთ უფლის მთას – წმიდა მთა.
4
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველა ჯოხზე იქნება დაყრდნობილი დღეთა სიმრავლის გამო.
5
და ქალაქის ქუჩები სავსე იქნება გოგო-ბიჭებით, რომლებიც იქ ითამაშებენ.
6
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს შეუძლებელი იქნება დარჩენილი ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელი იქნება? – ამბობს ცაბაოთ უფალი.
7
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მე დავიხსნი ჩემს ერს მზის აღმოსავალის ქვეყნიდან და მზის დასავალის ქვეყნიდან,
8
და მოვიყვან მათ, რათა იცხოვრონ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნება ის და მე ვიქნები მათი ღმერთი ჭეშმარიტებასა და სიმართლეში.
9
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად ნუ მოგეღლებათ მარჯვენა, ვინც ისმენთ ამ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის ტაძრის დაფუძნების ჟამს.
10
რადგან ამ დღეთა უწინ არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის; არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით; და ერთიმეორეზე მყავდა მისეული ადამიანები.
11
ახლა ამ ერის ნატამალისთვის ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში ვიყავ, – ამბობს ცაბაოთ უფალი,
12
რადგან თესვა მშვიდობიანი იქნება; ვაზი ყურძენს დაისხამს, მიწა გამოიღებს ნაყოფს, და ცა მოსცემს ცვარ-ნამს. და ყოველივე ამას დავუმკვიდრებ ამ ხალხის ნატამალს.
13
და როგორც მაშინ საწყევრად ჰყავდით ყბადაღებული წარმართებს, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ისე გიხსნით ახლა და კურთხევად იქნებით; ნუ გეშინიათ; ნუ მოგეღლებათ მარჯვენა!
14
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც თქვენი დასჯა განვიზრახე მაშინ, როცა განმარისხეს თქვენმა მამებმა, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და არ გადავთქვი,
15
ასე განვიზრახავ ახლა სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ!
16
აი, რა უნდა აკეთოთ თქვენ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს; ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი დაამყარეთ თქვენს კარიბჭეებთან;
17
ბოროტებას ნუ ჩაიდებთ გულში თქვენი მოყვასისადმი და, ცრუფიცი ნუ გეყვარებათ, რადგან მძულს ეს ყველაფერი, – ამბობს უფალი.
18
და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი:
19
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და სადღესასწაულო დღეებად. ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა შეიყვარეთ.
20
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ მრავალი ხალხები და მრავალ ქალაქთა მცხოვრებნი.
21
ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ და იტყვიან: „წამოდი, წავიდეთ შესავედრებლად უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლად. მაშინ მეც უეჭველად წავალ.“
22
და მოვლენ მრავალი ხალხები, წარმართნი ბრბოებად, ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და უფლის წინაშე შესავედრებელად.
23
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი წარმართთა ყოველი ენისა იუდაელი კაცის კალთებს და ეტყვის: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენთან არის ღმერთი.“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14