bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 4
Zechariah 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 5 →
1
მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს.
2
მითხრა: „რას ხედავ?“ ვუთხარი: „აჰა, ვხედავ მთლიან ოქროს სასანთლეს, თავზე პატარა საზეთური ჯამი ადგას, და შვიდი ლამპარი და შვიდი საწრეტი ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა;
3
ორი ზეთისხილის ხეა მასზე, ერთი ჯამის მარჯვნივ, მეორე მის მარცხნივ.“
4
ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?“
5
მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „განა არ იცი, რა არის ესენი?“ ვუთხარი: „არა, ჩემო ბატონო.“
6
მომიგო და მითხრა: „ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელისადმი თქმული: არა კაცთა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
7
რა ხარ შენ, დიდო მთაო, ზერუბაბელის წინაშე? შენ ვაკე ხარ, გამოიტანს თავკიდურ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!“
8
იყო უფლის სიტყვა ჩემდამი თქმული:
9
„ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ ტაძრის საძირკველი; და მისივე ხელი დაასრულებს მას, და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან.
10
რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში. უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ უმზერენ.“
11
მაშინ მივუგე მე და ვუთხარი: „რა არის ეს ორი ზეთისხილის რტო სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?“
12
მეორედ მივუგე და ვუთხარი: „რა არის ეს ზეთისხილის ორი რტო ორი ოქროს მილაკიდან რომ მოსწვეთს ოქროსფერი ზეთი?“
13
მითხრა: „არ იცი, რა არის ეს?“ ვუთხარი: „არა, ჩემო ბატონო.“
14
მითხრა: „ეს ორი მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგომია, ზეთით ცხებული.“
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14