bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 10
Zechariah 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 11 →
1
შესთხოვეთ უფალს წვიმა გაზაფხულის წვიმების ჟამს. უფალი მოიღებს ღრუბელს და მოგცემთ წვიმის ღვარს ჯეჯილისთვის მინდვრებში.
2
რადგან კერპები ტყუილს ლაპარაკობენ, მისნები სიცრუეს ხედავენ და არაფრისმთქმელ სიზმრებს ყვებიან. ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.
3
მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ვაცებს, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას – იუდას სახლს – და თავის დარახტულ რაშად ეყოლება ის ბრძოლაში.
4
ის იქნება ქვაკუთხედი, ის იქნება პალოები, ის იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი.
5
ისინი იქნებიან როგორც გმირები, ბრძოლაში რომ მტრებს თელავენ ტალახივით, და იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გასრესენ მტრის მხედრიონებს.
6
გავაძლიერებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს, და დავაბრუნებ მათ, რადგან შევიწყალებ მათ. და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვებინოს: რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და მოვუსმენ მათ.
7
გოლიათივით გახდება ეფრემი და, როგორც ღვინით, გახალისდება მათი გული; დაინახავენ ამას მათი ძენი და გაიხარებენ, მოილხენს მათი გული უფალში.
8
ნიშანს მივცემ მათ და თავს მოვუყრი ერთად, რადგან გამოვისყიდე ისინი, და ძველებურად გამრავლდებიან.
9
თუმცა მე გავფანტე ისინი ხალხებში, შორეულ ქვეყნებში, მაინც უნდა ვახსოვდე მათ, დაზრდიან თავიანთ შვილებს და მათთან ერთად დაბრუნდებიან.
10
დავაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან, და აშურიდან გამოვკრებ მათ, მოვიყვან გალაადის ქვეყნაში და ლიბანში, და ვერცკი დაეტევიან.
11
გადაივლის ზღვაზე უბედურება, და დაჰკრავს ზღვის ტალღებს; ამოშრება ნილოსის სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება, და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს.
12
გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით, – ამბობს უფალი.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14