bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 14
Zechariah 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
1
აჰა, დგება უფლის დღე, და დანაწილდება შენი ნადავლი შენს წიაღში.
2
და თავს მოვუყრი ყველა ხალხებს იერუსალიმის წინააღმდეგ საომრად, და აიღებენ ქალაქს, და გაძარცვავენ სახლებს, და ნამუსს ახდიან ქალებს, ნახევარ ქალაქს ტყვედ წაასხამენ; დანარჩენი ხალხი კი არ განადგურდება ქალაქში.
3
მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს ამ ხალხის წინააღმდეგ, როგორც ილაშქრა ბრძოლის დღეს.
4
შედგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით, შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა – აღმოსავლეთიდან დასავლეთით – და გაჩნდება ძალზე დიდი ველი, და მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი – სამხრეთისკენ.
5
და თქვენ გაიქცევით ჩემი მთების ველებისკენ, რადგან მთათა ხეობა აცელამდე მიაღწევს. გაიქცევით, როგორც მიწისძვრას გაურბოდით იუდას მეფის, ყუზიას, დროს; მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად.
6
იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, გაქრებიან მნათობნი, და იქნება სიცივე და ყინვა.
7
ეს დღე იქნება ერთადერთი, მხოლოდ უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამო ჟამს გაჩნდება ნათელი.
8
იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი, ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ; ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება.
9
და იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე; იმ დღეს ერთი იქნება უფალი, და მისი სახელიც ერთი იქნება.
10
ვაკედ იქცევა მთელი ეს ქვეყანა, გებაყიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრეთით; იერუსალიმი კი ამაღლდება და დასახლდება ბენიამინის კარიბჭიდან პირველ კარიბჭემდე, კუთხის კარიბჭემდე, და ხანანელის გოდლიდან მეფის საწნახლებამდე.
11
და იცხოვრებენ იქ და აღარ იქნება შეჩვენება, და მშვიდად იცხოვრებს იერუსალიმი.
12
ეს იქნება სატანჯველი, რომლითაც დატანჯავს უფალი ყველა ხალხებს, ვინც კი იერუსალიმს ეომებოდა: ზეზეურად ჩამოხმებიან, თვალები ჩაუცვივათ ფოსოებში და ენა სასაზე აეწებებათ.
13
იმ დღეს იქნება, რომ დიდი არეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან, ისე, რომ ერთი ხელში სწვდება მეორეს, და ერთის ხელი თავისი მოძმის წინააღმდეგ აღიმართება.
14
თვით იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს, და დახვავდება ყველა გარეშემო ხალხების დოვლათი: დიდძალი ოქრო-ვერცხლი და სამოსელი.
15
ასეთივე სატანჯველი დაადგებათ ცხენებს და ჯორებს, აქლემებსა და სახედრებს, ყოველ პირუტყვს, რომელიც კი მათ ბანაკებში იქნება.
16
ისე მოხდება, რომ ყველა დანარჩენი იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.
17
და ისე იქნება, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანისსაცემად, აღარ უწვიმებს მათ.
18
და თუ ეგვიპტის ტომი არ დაადგება გზას და არ შევა იქ, აღარ უწვიმებს მას და იქნება სატანჯველი, რითაც დატანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ.
19
ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხებს, რომლებიც არ ივლიან კარვობის დღესასწაულზე.
20
იმ დღეს იქნება წარწერილი თვით ცხენთა ზანზალაკებზე: „წმიდა უფლისა.“ და ქვაბები უფლის ტაძარში შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე.
21
ყოველი ქვაბი იერუსალიმსა და იუდაში წმიდა იქნება ცაბაოთ უფლისათვის. მოვა ყოველი მსხვერპლის შემწირველი, აიღებს იმ ქვაბებს და შიგ მოხარშავს. და აღარ იქნება იმ დღეს მოვაჭრე ცაბაოთ უფლის ტაძარში.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14