bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 14
Proverbs 14
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 15 →
1
ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი ანგრევს მას საკუთარი ხელით.
2
სწორად მავალს ეშინია უფლისა, თავისი გზის გამმრუდებელი კი გმობს მას.
3
სულელის პირში მედიდურობის წკეპლაა, ბრძენებს კი მათი ბაგენი იცავენ.
4
სადაც ხარები არ არიან, იქ ცარიელია ბაგა, ბევრი მოსავალი კი ხარის ძალითაა.
5
სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნქავს.
6
თავქარიანი სიბრძნეს ეძიებს და ვერ პოულობს, გონიერისათვის კი ცოდნა ადვილია.
7
განერიდე ბრიყვ კაცს, რადგან ვერ იპოვნი ცოდნის ბაგეთ.
8
გონიერის სიბრძნე თავისი გზის გაგნებაა, ბრიყვთა სისულელე კი – ცდომა.
9
სულელნი იცინიან დანაშულზე, წრფელთა შორის კი – კეთილი ნებაა.
10
გულმა იცის თვისი სულის სიმწარე და მის სიხარულს არ ინაწილებს უცხო.
11
უკეთურთა სახლი განადგურდება, წრფელთა კარავი კი აყვავდება.
12
არის გზა, რომელიც სწორად ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზებია.
13
სიცილის დროსაც სტკივა გულს, მხიარულებით ბოლოვდება სევდაც.
14
თავისი გზებით ძღება გარყვნილი გული, კეთილი კაცი კი მათ განერიდება.
15
გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს.
16
ბრძენი ფრთხილობს და გაურბის ბოროტს, ბრიყვი კი თავგასული და თავდაჯერებულია.
17
გულფიცხი სისულელეს ჩაიდენს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია.
18
გულუბრყვილონი სისულელეს იწილადებენ, გონიერნი კი ცოდნით გვირგვინდებიან.
19
ბოროტნი კეთილთა წინაშე დაიჩოქებენ, უკეთურნი კი – მართლის კარიბჭეებთან.
20
ღარიბი თვისი მოყვასისთვისაც საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია.
21
თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მოწყალე კი ნეტარია.
22
განა ბოროტის განმზრახველნი არ ცდუნდებიან? მაგრამ წყალობა და ჭეშმარიტება აქვთ კეთილის განმზრახველთ.
23
ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან – მხოლოდ დანაკლისი.
24
ბრძენთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სისულელე კი სისულელეა.
25
სარწმუნო მოწმე სულებს გადაარჩენს, ტყუილის აღმომსუნთქველი კი მოღალატეა.
26
უფლის შიშში ძლიერია რწმენა და მის შვილებს ექნებათ თავშესაფარი.
27
უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, რათა განერიდოს სიკვდილის მახეს.
28
ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი – მთავრის დაქცევა.
29
სულგრძელი დიდად გონიერია, სულმოკლე კი სისულელეს ამჟღავნებს.
30
ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გული და ძვალთა ხრწნა – შური.
31
გლახაკის მჩაგვრელი გმობს თავის გამჩენს, ღატაკის შემწყალე კი მისი პატივისმცემელია.
32
მისივე ბოროტებით დაემხობა უკეთური, მართალი კი სიკვდილშიც თავშესაფარს ჰპოვებს.
33
გონიერის გულში სიბრძნე განისვენებს, და ბრიყვთა შორის არ იპოვება.
34
სიმართლე აღაზევებს ერს, ხალხთა სირცხვილი კი მათი ცოდვაა.
35
მეფის წყალობა – გონიერ მონას, მისი წყრომა კი – სირცხვილეულს.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31