bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 23
Proverbs 23
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 24 →
1
თუ დაჯდები ბატონთან პურის საჭმელად, კარგად დააკვირდი, რა არის შენს წინაშე,
2
და დაადე დანა შენს საყლაპავს, თუ მსუნაგი ხარ.
3
ნუ მოისურვებ მის საჭმელებს, რადგან ის მატყუარა პურია.
4
ნუ შეალევ ღონეს გამდიდრებას, შეეშვი ამაზე ფიქრს.
5
მოავლებ მას თვალს და აღარ არის იგი, რადგან შეისხამს იგი ფრთებს არწივივით და ცაში აფრინდება.
6
ნუ შეჭამ თვალბოროტის პურს და მის საჭმელებს ნუ ისურვებ,
7
რადგან როგორც ის ფიქრობს თავის სულში, ისეთია იგი: „ჭამე და სვი“, გეტყვის, მისი გული კი შენთან არაა.
8
შენს ლუკმას, რომელიც შეჭამე, ამოარწყევ და ამაოდ დახარჯავ თავაზიან სიტყვებს.
9
ბრიყვის გასაგონად ნუ ილაპარაკებ, რადგან ის აბუჩად აიგდებს შენი სიტყვების გონივრულობას.
10
ნუ გადასცდები ძველ საზღვარს და ობოლთა მინდვრებში ნუ შეხვალ,
11
რადგან მათი გამომსყიდველი ძლიერია, ის იდავებს მათ დავას შენთან.
12
შენი გული მიაპყარ დარიგებას და შენი ყურები – ცოდნის ნათქვამს.
13
ნუ მოერიდები ყმაწვილის დასჯას, რადგან თუ შოლტით სცემ მას, არ მოკვდება.
14
შენ შოლტით სცემ მას, მის სულს კი შავეთისაგან იხსნი.
15
ჩემო შვილო! თუ დაბრძენდება შენი გული, გაიხარებს ჩემი გულიც,
16
და გამხიარულდება ჩემი ფილტვები, როდესაც შენი ბაგენი სწორს ილაპარაკებენ.
17
ნუ შეშურდება შენს გულს ცოდვილებისა, არამედ უფლის შიშში იყოს მთელ დღეს,
18
რადგან არის მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.
19
ისმინე, შვილო, და დაბრძენდი და მიმართე შენი გული სარწმუნო გზაზე.
20
ნუ იქნები ღვინის მსმელთა შორის, ხორცით გაუმაძღართა შორის,
21
რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და მძინარა ჩაიცვამს ძონძებს.
22
უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და აბუჩად ნუ აიგდებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება იგი.
23
სიმართლე შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონებას ნუ გაყიდი.
24
ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.
25
გაიხარონ მამაშენმა და დედაშენმა და ილხინოს შენმა მშობელმა.
26
მე მომეცი, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა დაიცვან ჩემი გზა.
27
რადგან ღრმა ორმოა მეძავი და ვიწრო ჭა – უცხოტომელი ქალი.
28
ის ყაჩაღივით გისაფრდება და მოღალატეებს ამრავლებს ადამიანებში.
29
ვის „ვაი“ და ვის „უი“? ვის შუღლი? ვის საჩივარი? ვის ამაო ჭრილობები? ვის თვალების სიწითლე?
30
ღვინოზე გვიანობამდე დამხანებელთ, განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ მავალთ.
31
ნუ უყურებ ღვინოს, რომ წითელია, თასს რომ აძლევს თავის ფერს, პირდაპირ რომ გადადის ყელში.
32
შემდეგ კი, გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს.
33
შენი თვალები უცხო ხილვებს იხილავენ და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს.
34
იქნები ზღვის გულში მწოლარესავით, ან ანძის წვერზე.
35
„მცემენ – არ მეტკინება! მირტყამენ – ვერ ვიგრძნობ! როდის გავიღვიძებ? – ისევ მას დავუწყებ ძებნას.“
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31