bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 28
Proverbs 28
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 29 →
1
გარბიან უკეთურნი, დევნით კი არავინ დევნის, ხოლო მართალნი ლომის ბოკვერივით უსაფრთხოდ არიან.
2
ქვეყნის ჯანყის დროს ბევრია მასში მთავარი, ხოლო გონიერი და მცოდნე ადამიანის დროს დიდხანს გაძლებს.
3
ღარიბი მამაკაცი, რომელიც ჩაგრავს ღატაკებს, კოკისპირულ წვიმასავითაა, რომელიც არ ტოვებს პურს.
4
რჯულის დამვიწყებელნი უკეთურს აქებენ და რჯულის დამცველნი უბრაზდებიან მათ.
5
ბოროტი ადამიანები ვერ გაიგებენ სამართალს, უფლის მაძიებელნი კი ყოველივეს გაიგებენ.
6
სჯობს თავის სიმართლეში მავალი ღარიბი მრუდე გზით მავალ მდიდარს.
7
რჯულს იცავს გონიერი შვილი, ხოლო გაუმაძღარის მოყვასი მამამისს არცხვენს.
8
ვინც ამრავლებს თავის ქონებას ვახშითა და სარგებლით, ღატაკთა მწყალობელისათვის აგროვებს მას.
9
ვინც რჯულის მოსმენისაგან ყურს გადახრის, მისი ლოცვაც სისაძაგლეა.
10
ბოროტ გზაზე წრფელთა მაცდუნებელი თავისსავე თხრილში ჩავარდება, ხოლო უბიწონი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.
11
მდიდარ კაცს ბრძენი ჰგონია თავი, გონიერი ღატაკი კი გამოიცნობს მას.
12
როდესაც მართალნი ზეიმობენ, დიდია პატივი, ხოლო როდესაც უკეთურნი აღზევდებიან, იმალება ადამიანი.
13
თავის დანაშაულთა დამფარველს წარმატება არ ექნება, ხოლო მათი მაღიარებელი და დამტოვებელი შეწყნარებული იქნება.
14
ნეტარია ადამიანი, რომელსაც მუდამ ეშინია, ხოლო გულის გამქვავებელი უბედურებაში ჩავარდება.
15
მოღრიალე ლომი და მღრინავი დათვია უკეთური ბატონი ღატაკი ხალხისათვის.
16
ჭკუანაკლული მთავარი უზომოდ მჩაგვრელია, ანგარების მოძულე გაიგრძელებს დღეებს.
17
ადამიანი, მკვლელობის მადევარი, საფლავამდე ირბენს და არავინ მიემხრობა მას.
18
უმწიკვლოდ მავალი გადარჩება, ხოლო ორი გზით გამრუდებული ერთზე დაეცემა.
19
თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ფუჭის მადევარი კი სიღარიბით გაძღება.
20
მორწმუნე კაცი კურთხევითაა მდიდარი, ხოლო გამდიდრების მოსწრაფე არ დარჩება დაუსჯელი.
21
მიკერძოება კარგი არ არის, და პურის ნატეხის გამო შესცოდავს კაცი.
22
თვალხარბი კაცი ქონებას ეტანება და არ კი იცის, რომ გაჭირვება მიეწევა მას.
23
ადამიანის მამხილებელი ბოლოს უფრო ჰპოვებს მადლს, ვიდრე ქლესაენიანი.
24
ვინც თავის მამას და დედას ართმევს და ამბობს: „არ არის დანაშაული“, ის დამარბეველი კაცის ამხანაგია.
25
ხარბი შუღლს აღვივებს, უფალზე დაიმედებული კი განცხრება.
26
თავის გულზე დაიმედებული ბრიყვია, ხოლო სიბრძნით მავალი გადარჩება.
27
ვინც ღარიბს აძლევს, არ ექნება გაჭირვება, ხოლო ვინც თვალს არიდებს, მდიდარია წყევლით.
28
უკეთურთა აღზევებისას იმალება ადამიანი, ხოლო მათი დაღუპვის დროს მართალნი მრავლდებიან.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31