bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 8
Proverbs 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 9 →
1
განა სიბრძნე არ ღაღადებს და გონიერება არ გამოსცემს თავის ხმას?
2
სიმაღლეთა მწვერვალზე, გზაზე, გზაჯვარედინზე დგას იგი,
3
კარიბჭეთა მახლობლად, ქალაქის წინ, კართა შესასვლელთან შემოსძახებს:
4
„კაცებო, თქვენ გეძახით და ჩემი ხმა ადამის ძეთა მიმართ არის.
5
ბრიყვნო, გაიგეთ სიბრძნე და რეგვენნო, შეაგნებინეთ გულს.
6
ისმინეთ, რადგან მთავარს ვლაპარკობ, და გაღება ჩემი ბაგისა სიმართლეა.
7
რადგან ჭეშმარიტებას წარმოთქვამს ჩემი პირი და უკეთურება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის.
8
სამართლიანია ყოველი ნათქვამი ჩემი პირისა, არაა მათში არაფერი დაკლაკნილი და მრუდე.
9
ყოვლად ნათელია ისინი გონიერისთვის და სიმართლეა ცოდნის მპოვნელთათვის.
10
მიიღეთ ჩემი დარიგება და არა ვერცხლი, და ცოდნა მეტად, ვიდრე რჩეული ოქრო.
11
რადგან სიბრძნე მარგალიტებზე უკეთესია და არავითარი საწადელი მას არ შეედრება.“
12
მე, სიბრძნე, ვმკვიდრობ გონიერებასთან და განსჯის ცოდნას ვპოვებ.
13
უფლის შიში ბოროტების სიძულვილია. სიამაყე და ქედმაღლობა და ბოროტი გზა, და უკუღმართი პირი მძულს მე.
14
ჩემია რჩევა და გონიერება, მე ვარ გონება, ჩემია ძალა.
15
ჩემით მეფობენ მეფენი და ხელისუფალნი სამართალს აწესებენ.
16
ჩემით მთავრობენ მთავარნი და კეთილშობილნი, ქვეყნის ყოველი მოსამართლე.
17
მე მიყვარს ჩემი მოყვარულნი და ჩემი მაძიებელნი მპოვებენ მე.
18
სიმდიდრე და ღირსება ჩემთანაა, დიდძალი ქონება და სიმართლე.
19
ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემი მოსავალი – რჩეულ ვერცხლზე.
20
სიმართლის გზით დავდივარ მე, სამართლის ბილიკებით,
21
რათა დავუმკვიდრო ჩემს მოყვარულთ არსებობა და მათი საგანძურები ავავსო.
22
უფალს ვყავდი მე თავისი გზის სათავეში, თავის ქმნილებებამდე, იმ ჟამითვე.
23
უკუნისიდან ვარ დაფუძნებული, თავიდანვე, მიწაზე უწინარეს.
24
უფსკრულთა არყოფნისას დავიბადე, წყაროთა წყლების სიუხვის არყოფნისას.
25
სანამ მთები დადგებოდნენ, ბორცვებზე ადრე დავიბადე.
26
როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი მიწა და მინდვრები, სამყაროს დასაბამი მტვერი.
27
როცა ის ცას ამყარებდა, მეც იქ ვიყავი, როცა წრეს ჰკრავდა უფსკრულის ზედაპირზე,
28
როცა ღრუბლებს ამაგრებდა მაღლით, როცა ძლიერდებოდა უფსკრულთა წყაროები,
29
როცა დაადგინა ზღვისთვის საზღვარი, რათა წყლებს არ გადაელახათ მისი ნაპირი, როცა აწესებდა დედამიწის საფუძვლებს,
30
მე ვიყავი მის გვერდით აღმშენებლად და მის სიხარულად დღენიადაგ, მოხარული მის წინაშე ყოველ ჟამს,
31
ვხარობდი მისი მიწის სამყაროში, და იყო ჩემი სიხარული ადამის ძეთა
32
და ახლა, შვილებო, მისმინეთ მე, რადგან ნეტარ არიან ჩემს გზათა დამცველნი.
33
ისმინეთ ჩემი დარიგება, დაბრძენდით და ნუ განდგებით.
34
ნეტარია კაცი, ვინც მომისმენს მე, ვინც ფხიზლობს ჩემს კარებთან დღენიადაგ, რომ დაიცვას ჩემი შესასვლელის წირთხლები.
35
რადგან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და წყალობა მიიღო უფლისაგან.
36
ხოლო ჩემი შემცოდე თავის სულს ავნებს, ყოველ ჩემს მოძულეს სიკვდილი უყვარს.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31