bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 29
Proverbs 29
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 30 →
1
კაცი, რომელსაც ამხელენ და მაინც ჯიუტობს, უცებ განადგურდება და არ ექნება კურნება.
2
მართალთა განდიდებისას ხარობს ხალხი, ხოლო უკეთურთა ბატონობისას კვნესის ხალხი.
3
კაცი, მოყვარული სიბრძნისა, ახარებს თავის მამას, ხოლო მეძავთა მეგობარი ქონებას დაკარგავს.
4
მეფე სამართლით დააფუძნებს ქვეყანას, ხოლო მექრთამე კაცი დაამხობს მას.
5
მამაკაცი, რომელიც თავის მოყვასთან მლიქვნელობს, ბადეს უგებს თავისსავე ფეხთ.
6
ბოროტი კაცის დანაშაულში ხაფანგია, ხოლო მართალი იმღერებს და იმხიარულებს.
7
მართალმა იცის ღარიბთა სამართალი, უკეთურს არა აქვს ეს ცოდნა.
8
თავქარიანი კაცები ცეცხლივით უბერავენ ქალაქს, ხოლო ბრძენნი უკუაქცევენ რისხვას.
9
სულელ კაცთან მოდავე ბრძენკაცი თუ ბრაზობს ან თუ იცინის, მაინც არა აქვს მოსვენება.
10
სისხლის მოყვარულ კაცებს სძულთ უბიწო, ხოლო წრფელნი ზრუნავენ მის სულზე.
11
მთელ თავის რისხვას ღვრის ბრიყვი, ხოლო ბრძენი იკავებს მას.
12
სიცრუის ყურისმგდებელ ბატონს ყველა მსახური უკეთური ჰყავს.
13
ღატაკს და თაღლითს ერთი აქვთ საერთო: ორივეს თვალთა გამნათებელი უფალია.
14
მეფე, რომელიც სიმართლით ასამართლებს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს.
15
შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას.
16
უკეთურთა მომრავლებისას მრავლდება დანაშაული, მართალნი კი მათ დამხობას იხილავენ.
17
დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს.
18
ხილვათა გარეშე თავს აიშვებს ხალხი, ხოლო რჯულის დამცველი ნეტარია.
19
სიტყვებით არ გაიწვრთნება მონა, რადგან კიდევაც რომ გაიგოს, არ გაეპასუხება.
20
ხომ გინახავს სიტყვაჩქარი კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
21
ვინც თვის მონას ანებივრებს სიყმაწვილიდან, საბოლოოდ ის მონა პატრონად იქცევა.
22
მრისხანე კაცი შუღლს იწვევს და გულფიცხი კაცი – მრავალ დანაშაულს.
23
ქედმაღლობა დაამდაბლებს კაცს, და თავმდაბლობა მოუტანს დიდებას.
24
ქურდთან მოზიარეს სძულს თავისი თავი, ფიცს ისმენს, მაგრამ არაფერს ამბობს.
25
ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება.
26
მრავალი ეძებს ბატონის კეთილგანწყობილ სახეს, მაგრამ უფლისაგანაა კაცის განაჩენი.
27
მართალთათვის სისაძაგლეა უსამართლო კაცი, ხოლო უკეთურთათვის სისაძაგლე – სწორი გზით მავალი.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31