bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 31
Proverbs 31
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
1
სიტყვანი მეფე ლემუელისა, მისნისა, რომლითაც წვრთნიდა დედა მისი:
2
რაო, ჩემო შვილო, რაო, შვილო ჩემი მუცლისა? და რაო, შვილო ჩემი აღთქმებისა?
3
ნუ მისცემ დედაკაცებს შენს ძალას და შენს გზებს – მეფეთა დამღუპველებს!
4
მეფეებს არ შეეფერებათ, ლემუელ, მეფეებს არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს შეეფერებათ მაგარ სასმელთა სიყვარული,
5
რათა არ სვამდეს და არ ივიწყებდეს კანონებს, არ ამრუდებდეს ჩაგრულთა სამართალს.
6
მიეცით მაგარი სასმელი მომაკვდავს და ღვინო – სულით გამწარებულს.
7
მან დალიოს და დაივიწყოს თვისი სიღარიბე და თავისი ტანჯვა აღარ გაიხსენოს!
8
გახსენი შენი პირი მუნჯისათვის, წარმავლობის ძეთა სამართლისათვის,
9
გაუხსენი პირი მართლმსაჯულებას და განიკითხე გლახაკი და უპოვარი.
10
მარჯვე ცოლს ვინ ჰპოვებს? მარგალიტებზე მაღალია მისი ფასი.
11
ერწმუნება მას მისი მეუღლის გული და შემოსავალი არ დააკლდება.
12
ის სიკეთეს მიუზღავს მას და არა სიბოროტეს მთელი მისი ცხოვრების დღეებში.
13
მატყლს და სელს შოულობს იგი და ბეჯითად შრომობს საკუთარი ხელებით.
14
სავაჭრო ხომალდების მსგავსია იგი და შორიდან მოაქვს თავისი პური.
15
დგება ჯერ კიდევ ღამიანად და საკვებს ურიგებს თავის სახლს და ულუფას – თავის მხევალთ.
16
გაიფიქრებს მინდორზე და იძენს მას, თავის ხელთა ნაყოფით გააშენებს ვენახს.
17
ძალას შემოირტყამს წელზე და იმაგრებს მკლავებს.
18
ხვდება, რომ კარგია მისი ჭირნახული, ღამით არ ქრება მისი სანთელი.
19
იწვდენს ხელს სართავი ჯარისაკენ და მის ხელებს უპყრიათ თითისტარი.
20
თავის ხელისგულს უშლის ღარიბს და ხელებს უწვდენს უპოვარს.
21
არ შიშობს იგი თავის სახლზე თოვლიანობისას, რადგან მთელი მისი სახლი შემოსილია ძოწისფერი ქსოვილით.
22
ის ფარდაგებს იკეთებს თავისთვის, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი.
23
ცნობილია მისი ქმარი ქალაქის კარიბჭეებთან, ქვეყნის უხუცესებთან ჯდომისას.
24
ტილოს ტანსაცმელს კერავს და ყიდის, და სარტყლებს აძლევს ვაჭარს.
25
ძალა და ღირსება მისი სამოსელია და უღიმის იგი მომავალ დღეს.
26
პირს ხსნის იგი სიბრძნით და წყალობის რჯულია მის ენაზე.
27
თვალყურს ადევნებს თავისი სახლის გზებს და სიზარმაცის პურს არ ჭამს.
28
დგებიან მისი შვილები ლოცავენ მას, მისი ქმარიც და – აქებს მას:
29
‘მრავალმა ასულმა მიაღწია წარმატებას, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!’
30
მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია.
31
მიეცით მას მის ხელთა ნაყოფისაგან და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან.
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31