bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 26
Proverbs 26
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 27 →
1
როგორც თოვლი ზაფხულში და როგორც წვიმა მკის დროს, ისე უსარგებლოა ბრიყვისათვის ღირსება.
2
როგორც ჩიტის ქროლვა, როგორც ბეღურის ფრენა, ისე არ მოეწევა დაუმსახურებელი წყევლა.
3
მათრახი ცხენისათვის, აღვირი ვირისათვის, და შოლტი ბრიყვთა ზურგისათვის.
4
ნუ უპასუხებ ბრიყვს მისი სისულელისამებრ, რათა შენც არ დაემსგავსო მას.
5
უპასუხე ბრიყვს მის სისულელისამებრ, თორემ ბრძენი ეგონება თავი.
6
იგი ფეხებს იჭრის, სვამს ძალადობას, ვინც ამბავს აგზავნის ბრიყვის ხელით.
7
როგორც კოჭლის წვივებია სუსტი, ისევეა იგავი ბრიყვთა პირში.
8
როგორც შურდულზე გამოსაბმელი ქვა, ისეა ბრიყვის პატივისმცემელი.
9
როგორც ნარშავი, მთვრალის ხელში მოხვედრილი, ისეა იგავი ბრიყვთა პირში.
10
როგორც მოისარი, ყველას გამგმირავი, ისეა ბრიყვისა და გამვლელის დამქირავებელი.
11
როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, ბრიყვი იმეორებს თავის სისულელეს.
12
გინახავს კაცი, ბრძენი რომ იყოს საკუთარ თვალში? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
13
ზარმაცი ამბობს: „ლომია გზაზე, ლომია ქუჩებს შორის“.
14
კარი თავის ანჯამაზე ბრუნავს, ხოლო ზარმაცი თავის საწოლზე.
15
ზარმაცი ლანგარში ჰყოფს თავის ხელს, ეძნელება პირთან მიტანა.
16
ზარმაცი საკუთარ თვალში შვიდ ბრძენზე ბრძენია, რომელნიც დაფიქრებულად პასუხობენ.
17
გინდა ძაღლი ყურით დაუჭერია გამვლელს, გინდა გაფიცხებულა ჩხუბზე, რომელიც მას არ ეხება.
18
როგორც თავის მომგიჟიანებელი, რომელიც ისვრის ნაპერწკლებს, ისრებს და სიკვდილს,
19
ისეა კაცი, რომელიც ატყუებს თვის მოყვასს და ამბობს: „მე ხომ ვხუმრობ“.
20
უშეშოდ ქრება ცეცხლი, ხოლო უცილისმწამებლოდ დაცხრება შუღლი.
21
როგორც ნახშირი ნაკვერცხლისათვის და შეშა ცეცხლისათვის, ისეა ანჩხლი კაცი ჩხუბის გასაღვივებლად.
22
ცილისმწამებლის სიტყვები განმგმირავია და გულის სიღრმეში აღწევენ ისინი.
23
როგორც წიდიანი ვერცხლი ფარავს თიხის ჭურჭელს, ისეა ანთებული ტუჩები და ბოროტი გული.
24
ტუჩებით თავს მოაჩვენებს მოძულე, გუნებაში კი მზაკვრობას განიზრახავს.
25
როდესაც გაანაზებს თვის ხმას, ნუ ერწმუნები მას, რადგან შვიდი სისაძაგლეა მის გულში.
26
ვისი სიძულვილიც პირფერობით იფარება, მისი სიბოროტე კრებულში გამომჟღავნდება.
27
ვინც ორმოს თხრის, თავად ჩავარდება მასში, ხოლო ვინც ქვას დააგორებს, მასვე დაუბრუნდება იგი.
28
ცრუ ენას სძულს მის მიერ დატანჯულნი და მლიქვნელი პირი დამხობას ამზადებს.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31