bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 7
Proverbs 7
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 8 →
1
შვილო ჩემო, შეინახე ჩემი ნათქვამი და ჩემი მცნებანი ჩაიმარხე შენში.
2
შეინახე ჩემი მცნებანი და ჩემი რჯული როგორც თვალისჩინი.
3
დაიბნიე იგი შენ თითებზე, დაიწერე შენი გულის ფიცარზე.
4
სიბრძნეს უთხარი: „ჩემი და ხარ შენ,“ და ნათესავი უწოდე გონებას,
5
რათა დაგიფაროს უცხო ქალისაგან, უცხოელისაგან, რომლის სიტყვა ლაქარდიანია.
6
რადგან ჩემი სახლის სარკმლიდან, ჩემი დარაბიდან გავიჭვრიტე,
7
და ვიხილე ბრიყვნი, ვაჟებს შორის შევნიშნე უგუნური ყმაწვილი,
8
გადამავალი ქუჩაზე, მისი სახლის კუთხესთან. და წავიდა იგი მისი სახლისკენ
9
საღამოს მწუხრში, ღამის სიბნელესა და წყვდიადში.
10
და აჰა, გამოდის ქალი მის შესახვედრად, მეძავის სამოსელში და მზაკვრული გულით.
11
აღვირახსნილია ის და თავშეუკავებელი, ფეხები სახლში არ უჩერდება:
12
ხან ქუჩაშია, ხან მოედნებზე და ყოველ კუთხესთან უსაფრდება.
13
აჰა, დაიჭირა და ჰკოცნის მას და ურცხვი სახით ეუბნება:
14
„სამშვიდობო მსხვერპლი იყო ჩემზე. დღეს შევასრულე ჩემი აღთქმული,
15
ამის გამო გამოვედი შენს შესახვედრად, შენი სახის საძებრად და გიპოვე!
16
ფარდაგებით მოვფინე ჩემი სარეცელი, ეგვიპტის ნაქარგი ქსოვილით,
17
ჩემს საწოლს მური ვაპკურე, ალოე და კინამო.
18
შემოდი, გავძღეთ დილამდე სიყვარულით, ვიხაროთ ალერსით!
19
რადგან ჩემი ქმარი შინ არ არის, შორ გზაზე წავიდა,
20
ფულით სავსე ქისა აიღო ხელში და მხოლოდ სავსე მთვარისას დაბრუნდება შინ.“
21
და აცდუნა თავისი მრავალი სიტყვით, თავისი მლიქვნელი ბაგით მოხიბლა იგი.
22
მაშინვე გაჰყვა უკან, როგორც ხარი დასაკლავად რომ მიდის, და როგორც ბრიყვი ბორკილებში – დასასჯელად,
23
სანამ ისარი არ დასჭრის მის ღვიძლს, ფრინველივით იჩქარის მახისაკენ და არ იცის, რომ თავს იღუპავს.
24
ახლა კი, შვილებო, მომისმინეთ მე და ყური დაუგდეთ ჩემი პირის ნათქვამს:
25
არ მიბრუნდეს შენი გული მისი გზებისაკენ, ნუ იხეტიალებ მის ბილიკებზე,
26
რადგან მრავალი განგმირული დასცა მან და რიცხვი არა აქვს მის მიერ დახოცილთ.
27
მისი სახლი შავეთის გზებია, მკვდართა სავანეში ჩამავალი.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31