bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 22
Proverbs 22
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 23 →
1
უკეთესია სახელი დიდ სიმდიდრეზე, ვერცხლსა და ოქროს კი წყალობა სჯობს.
2
მდიდარი და ღატაკი ერთმანეთს ხვდებიან: მათი ყველას გამჩენი უფალია.
3
გონიერმა დაინახა ბოროტი და გაერიდა, ბრიყვებმა კი გადაიარეს და დაისაჯნენ.
4
საზღაური მორჩილებისა, უფლის შიშისა, არის სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლე.
5
ეკლები და მახეებია ცბიერების გზაზე, თავისი სულის დამცველი გაერიდება მათ.
6
აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან.
7
მდიდარი ღატაკებზე მთავრობს და მსესხებელი მონაა გამსესხებლისა.
8
უსამართლობის დამთესავი უბედურებას მოიმკის და მისი მრისხანების კვერთხი გადატყდება.
9
კეთილმოსურნე კურთხეულ იქნება, რადგან თავისი პურიდან მისცა ღარიბს.
10
გააგდე ბრიყვი და გავა განხეთქილებაც, შეწყდება ჩხუბი და კილვა.
11
სპეტაკი გულის მოყვარულს სიამე აქვს ბაგეზე, მისი მოყვასი მეფეა.
12
უფლის თვალები იცავენ ცოდნას, მოღალატის ნათქვამს კი გააბათილებს.
13
ზარმაცი ამბობს: „ლომია გარეთ, შუა ქუჩაში ვიქნები მოკლული“.
14
ღრმა თხრილია უცხოთა პირი, ვისზედაც გამწყრალია უფალი, ჩავარდება შიგ.
15
სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს, დარიგების კეტი მოაშორებს მისგან.
16
ვინც ღარიბს ჩაგრავს, რათა გაიმრავლოს თავისი და აძლევს მდიდარს, მას დააკლდება.
17
დახარე შენი ყური და ისმინე სიტყვანი ბრძენთა, და შენი გული მიაპყარ ჩემს ცოდნას,
18
რადგან საამო იქნება შენთვის, თუ შენს წიაღში შეინახავ და ყველა ერთად განმტკიცდება შენს ბაგეებზე.
19
რომ იყოს უფალში შენი საყრდენი, შენც გასწავლე დღეს,
20
განა არ მოგწერე სამჯერ რჩევითა და სწავლით,
21
რომ მესწავლებინა შენთვის ჭეშმარიტების სიტყვათა სიმტკიცე, რათა მიგეგო ჭეშმარიტი სიტყვები შენს გამომგზავნელთათვის?
22
ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღარიბია იგი, და ნუ დაჩაგრავ ღატაკს კარიბჭესთან,
23
რადგან უფალი იდავებს მათ დავას და სულს წაართმევს მათ წამართმეველთ.
24
ნუ დაემოყვრები ბრაზიანს და ფიცხ კაცთან ნუ მიხვალ,
25
რომ არ გაიწვრთნა მის გზებში და არ დაუგო მახე შენს სულს.
26
ნუ იქნები მათ შორის, ხელს რომ ურტყამენ, თავდებად რომ უდგებიან სესხზე.
27
თუ არაფერი გმართებს, რისთვის გამოგაცლიან ქვეშაგებს?
28
ნუ გადასცდები საუკუნო საზღვარს, რომელიც შენმა მამებმა დადეს.
29
გინახავს შენ კაცი, სწრაფი თავის საქმეში? მეფეთა წინაშე წარდგება იგი, არ წარდგება ბნელთა წინაშე.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31