bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 25
Proverbs 25
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 26 →
1
ესეც სოლომონის იგავებია, რომელნიც გადაიწერეს ხიზკიაჰუს, იუდას მეფის, კაცებმა:
2
საქმეთა დაფარვა ღვთის ღირსებაა ხოლო საქმის გამოკვლევა – მეფის ღირსება.
3
ზეცა მაღალია და მიწა – ღრმა, ხოლო მეფეთა გული გამოუკვლეველია.
4
განაშორეთ წიდა ვერცხლისაგან და გამოუვა გამომდნობელს ჭურჭელი.
5
მოაშორეთ მეფეს უკეთური და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.
6
ნუ გამშვენდები მეფის წინაშე და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,
7
რადგან სჯობს გითხრან: „ამოდი აქ“, ვიდრე დაგამცირონ კეთილშობილის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.
8
ნუ ჩაერევი დავაში სწრაფად, რადგან რას გააკეთებ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მეზობელი?
9
იდავე შენი დავა შენს მეზობელთან, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,
10
რათა არ შეგიზიზღოს გამგონემ, და შენი ცილისწამება არ მოგიბრუნდეს.
11
წესიერად ნათქვამი სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებია.
12
როგორც ოქროს ბეჭედი და ბაჯაღლოს სამკაული, ისეა ბრძნული გაკიცხვა ყურადღებიანი ყურისათვის.
13
როგორც თოვლის სიგრილეა მკის დღეს, ისე სანდოა მსტოვარი მისი გამომგზავნელისათვის, და თავისი ბატონის სულს მოაბრუნებს.
14
კაცი, მოტრაბახე ტყუილი საჩუქრით უწვიმო ღრუბელი და ქარია.
15
მოთმინებით მოდრკება მთავარი, და რბილი ენა ძვალს დაამსხვრევს.
16
ჰპოვე თაფლი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, თორემ გაძღები და ამოარწყევ.
17
დააძვირე შენი ფეხი შენი მოყვასის სახლში, თორემ მოყირჭდები და შეგიძულებს.
18
კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი – დამამოწმებელი ცრუ მოწმობისა თავისი მოყვასისათვის.
19
უვარგისი კბილი და ნაღრძობი ფეხი მოღალატის საყრდენია უბედურების დღეს.
20
რაც ტანსაცმლის გამხდელია ცივ დღეს, რაც ძმარია ტუტეზე, ისაა სიმღერის მომღერალი ნაღვლიან გულზე.
21
თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი და, თუ სწყურია, შეასვი წყალი,
22
რადგან ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
23
ჩრდილოეთის ქარი წვიმას წარმოქმნის და ფარული ენა – მრისხანე სახეს.
24
ბინის კუნჭულში ცხოვრება სჯობს ანჩხლ ქალთან საერთო სახლში ცხოვრებას.
25
რაც ცივი წყალია დაღლილი სულისათვის, ისაა კარგი ამბავი შორი ქვეყნიდან.
26
მართალი, უკეთურის წინაშე დაცემული, არის როგორც ატალახებული წყარო და მოოხრებული სათავე.
27
ბევრი თაფლის ჭამა არაა კარგი, და სხვისი ღირსების ჩხრეკა არ არის ღირსება.
28
უგალავნო დანგრეული ქალაქია კაცი, რომელიც თავის სულს ვერ იოკებს.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31