bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 4
Proverbs 4
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 5 →
1
ისმინეთ, შვილებო, მამის დარიგება, ყური დაუგდეთ სიბრძნის შესაცნობად.
2
რადგან კარგი შეგონება მოგეცით თქვენ, ჩემს მოძღვრებას ნუ განაგდებთ.
3
რადგან მეც შვილი ვიყავი მამაჩემისა, სათუთი და ერთადერთი – დედის წინაშე,
4
ის მასწავლიდა და მეუბნებოდა: „დაიკავოს შენმა გულმა ჩემი სიტყვები, შეინახე ჩემი მცნებები და იცოცხლებ.
5
შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგება, ნუ დაივიწყებ და ნუ გადაუხვევ ჩემს ნათქვამს.
6
ნუ განაგდებ მას და ის შეგინახავს შენ, გიყვარდეს იგი და დაგიცავს შენ.
7
სიბრძნის სათავეა სიბრძნის შეძენა, მთელი შენი შენაძენით გაგება შეიძინე.
8
განადიდე იგი და აღგამაღლებს შენ, პატივს გცემს, თუ შემოეხვევი მას.
9
ის დაგადგამს თავზე მშვენიერ გვირგვინს, დიდებულ ჯიღას მოგიძღვნის შენ.“
10
ისმინე, შვილო ჩემო, და მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიმრავლდება შენი სიცოცხლის წლები.
11
მე მიგითითე შენ სიბრძნის გზაზე, წაგიძეხი სწორ ბილიკზე.
12
შენი სვლისას არ შევიწროვდება შენი ნაბიჯი და თუ გაიქცევი, არ წაბორძიკდები.
13
ჩაეჭიდე დარიგებას, ნუ შეეშვები, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი.
14
უკეთურთა კვალზე ნუ ივლი და ბოროტთა გზას ნუ დაადგები.
15
მიატოვე იგი, ნუ გაივლი მასზე, გადაუხვიე მისგან და გაიარე.
16
რადგან არ დაიძინებენ ისინი, სიბოროტე თუ არ ჩაიდინეს, და ძილი გაუკრთებათ, თუ არ დააბრკოლეს,
17
რადგან უკეთურების პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ.
18
მართალთა კვალი განთიადივითაა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე.
19
უკეთურთა გზა წყვდიადივითაა, არ იციან, რაზე წაიბორძიკებენ.
20
შვილო ჩემო, ჩემს სიტყვებს მოუსმინე, ჩემს ნათქვამს ყური მიაპყარი,
21
არ მოშორდნენ ისინი შენს თვალებს, შეინახე შენი გულის წიაღში.
22
რადგან ისინი სიცოცხლეა მათი მპოვნელისათვის და კურნებაა მთელი მისი ხორცისათვის.
23
ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები.
24
მოიცილე მზაკვრობა და ბაგეთა სიბილწე.
25
შენმა თვალებმა პირდაპირ იცქირონ და შენი მზერა სწორად წარიმართოს შენს წინაშე.
26
გათელე სარბიელი შენი ფეხისა და ყოველი შენი გზა განმტკიცდება.
27
ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ, განარიდე შენი ფეხი ბოროტებას.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31