bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Proverbs 17
Proverbs 17
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 18 →
1
სჯობს ნაჭერი ხმელი პურისა მშვიდობასთან ერთად დაკლული საქონლით სავსე სახლსა და შუღლს.
2
გონიერი მსახური იბატონებს შემარცხვენელ შვილზე, და ძმებს შორის გაინაწილებს სამკვიდრებელს.
3
სახმილი ვერცხლისათვისაა და ბრძმედი ოქროსათვის, გულებს კი უფალი გამოსცდის.
4
ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უგდებს ყურს, ცრუ უსმენს უხამს ენას.
5
ღარიბის აბუჩად ამგდები თავის გამჩენს გმობს. მოყვასის უბედურების მოხარული ვერ გაექცევა სასჯელს.
6
შვილთაშვილი მოხუცთა გვირგვინია და შვილთა დიდება – მათი მამებისა.
7
არ უხდება არამზადას ყოყოჩური ენა, მით უფრო, კეთილშობილს – ცრუ ენა.
8
ძვირფასი ქვა ქრთამია მისი მფლობელის თვალში, საითაც კი მიმართავს იგი, მიაღწევს წარმატებას.
9
დანაშაულის დამფარველი სიყვარულს ეძებს, ხოლო ვინც მეგობრის დანაშაულს შეახსენებს, ის მეგობრებს აშორებს.
10
მხილება უფრო მოქმედებს გონიერზე, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა.
11
მეამბოხე მხოლოდ ბოროტს ეძებს, მაგრამ სასტიკი ანგელოზი მიევლინება მას.
12
სჯობს ბელდაკარგული დათვი შეხვდეს კაცს, ვიდრე ბრიყვი თავისი სისულელით.
13
ვინც ბოროტს მიუზღავს კეთილის წილ, მის სახლს არ მოშორდება ბოროტება.
14
წყლის გამოხეთქვა შუღლის დასაწყისია. შეწყვიტე დავა, ვიდრე აღიგზნებოდეს.
15
უკეთურის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივენი საძაგელია უფლის წინაშე.
16
რისთვისაა ქონება ბრიყვის ხელთ? სიბრძნის შესაძენად, როდესაც არაა გაგება?
17
ყოველთვის უყვარხარ მოყვასს, ძმა კი გასაჭირისთვის არის შობილი.
18
უჭკუო ადამიანი ხელს ურტყამს, თავდებად დგება თავისი მოყვასის გულისათვის.
19
ვისაც ჩხუბი უყვარს, დანაშაული უყვარს, ვინც მაღლა სწევს თავის კარს, დამტვრევას ეძიებს.
20
გულმრუდი ვერ ჰპოვებს კეთილს და ენით უკუღმართი უბედურებაში ჩავარდება.
21
ვინც ბრიყვს შობს, ისევ თავის ჭირად, და ვერ ხარობს არამზადის მამა.
22
მხიარული გული ხელს უწყობს კურნებას, ხოლო დავრდომილი სული ძვალს ახმობს.
23
ქრთამს უბიდან იღებს უკეთური, რათა გაამრუდოს სიმართლის გზები.
24
გონიერის სახის წინ სიბრძნეა, ბრიყვის თვალნი კი მიწის კიდეზეა.
25
ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და თავისი მშობლის მწუხარება.
26
მართლის დასჯა არ არის კარგი, მით უფრო კეთილშობილთა ცემა სიწრფელისთვის.
27
ცოდნის მცოდნელი თავისი ნათქვამის მომჭირნეა და თავშეკავებულია გონიერი კაცი.
28
თვით სულელიც დუმილისას ბრძნად ჩაითვლება, თავისი ბაგის დამხშველი კი – გონიერად.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31