bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 1
2 Corinthians 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 2 →
1
პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის ნებით, და ძმა ტიმოთე – ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:
2
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
3
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ყოველი ნუგეშის ღმერთი,
4
ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.
5
რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი მრავლობს ჩვენში, ასევე მრავლობს ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ.
6
თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს; თუ ნუგეშცემულნი ვართ, თქვენს გასამხნევებლად ვართ ნუგეშცემულნი, რათა შესძლოთ დაითმინოთ იგივე სატანჯველნი, რომლებითაც ჩვენც ვიტანჯებით.
7
მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგან ვიცით, რომ, როგორც ჩვენს სატანჯველთა თანამონაწილენი ხართ, ასევე ნუგეშისცემის თანამონაწილენიც იქნებით.
8
რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირის შესახებ, რაც ასიაში გადავიტანეთ, რომ უფრო მეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის ატანა შეგვეძლო.
9
მაგრამ ჩვენ თავად გვქონდა ჩვენში სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს,
10
და რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და გვიხსნის მუდამ, და რომლის იმედიც გვაქვს, რომ კვლავაც გვიხსნის,
11
თქვენს მიერ ჩვენთვის აღვლენილი ლოცვით, რათა მრავალმა შესწიროს მადლობა ჩვენს გამო, იმ მადლისათვის, რომელიც მრავალთა ლოცვით მოგვენიჭა.
12
რადგან ეს ჩვენი ქადილი არის ჩვენი სინდისის მოწმობა, რომ ჩვენ ღვთაებრივი სიწმიდით და გულწრფელობით დავდიოდით ამქვეყნად. განსაკუთრებით თქვენთან – არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღმერთის მადლით.
13
რადგან სხვას არაფერს გწერთ თქვენ, თუ არა იმას, რასაც კითხულობთ და შეიცნობთ, და ვიმედოვნებ, ბოლომდე შეიცნობთ.
14
როგორც უკვე ნაწილობრივ შეგვიცანით ჩვენ, რომ ჩვენი უფლის იესოს დღეს ჩვენ თქვენთვის სასიქადულონი ვიქნებით, ისევე როგორც თქვენ ჩვენთვის.
15
და ამ ნდობით მინდა ჯერ თქვენთან მოსვლა, რათა მეორედ მიიღოთ მადლი,
16
და თქვენგან გავლით წავიდე მაკედონიაში, ხოლო მაკედონიიდან კვლავ თქვენთან დავბრუნდე და თქვენ გამისტუმროთ იუდეაში.
17
ნაჩქარევი ხომ არ იყო ეს ჩემი განზრახვა? ან იქნებ, რაც განვიზრახე, ხორციელად განვიზრახე? ასე რომ, ჩემი „ჰო, ჰო“ იგივეა, „რაც არა, არა?“
18
ღმერთია მოწმე: ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ „ჰო და არა“ არ ყოფილა,
19
რადგან ღმერთის ძე, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით მე, სილოვანე და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც და არაც,“ არამედ ყოველთვის „ჰო“ იყო ქრისტეში.
20
რადგან ღმერთის ყველა აღთქმა ქრისტეში „ჰო“ არის და ქრისტეში ვამბობთ „ამინს“ ღმერთის სადიდებლად.
21
ღმერთია ის, ვინც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და ვინც გვცხო ჩვენ,
22
მან აღგვბეჭდა კიდეც და მოგვცა ჩვენს გულებში სულის საწინდარი.
23
და მე მოვუხმობ ღმერთს ჩემი სიცოცხლის მოწმედ, რომ თქვენ გზოგავდით და აქამდე ამიტომ არ მოვდიოდი კორინთოში.
24
არ გვინდა, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ თქვენი სიხარულის ხელშემწყობნი ვართ, რადგან რწმენაში მტკიცედ დგახართ.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13