bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 11
2 Corinthians 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 12 →
1
ნეტავ ოდნავ მაინც შემწყნარებელნი იყოთ ჩემი უგუნურების მიმართ! თუმცა მიწყნარებთ კიდეც.
2
რადგან თქვენს მიმართ საღვთო შურითა ვარ სავსე. რადგან დაგნიშნეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
3
მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ ქრისტესმიერ სიწრფელესა და სიწმიდეს.
4
რადგან, როცა მოდის ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან იღებთ სხვა სულს, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარებას, რომელიც არ მიგიღიათ, – ხალისით იწყნარებთ ამას.
5
რადგან ვფიქრობ, არაფერში ჩამოვუვარდები აღმატებულ მოციქულებს.
6
თუნდაც სიტყვით უმეცარი ვიყო, მაგრამ არა ცოდნით, რაც მთლიანად გაცხადებულია თქვენთვის.
7
ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე თავის დამდაბლებით, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, რადგან უსასყიდლოდ გახარებდით ღმერთის სახარებას?
8
სხვა ეკლესიებს ვართმევდი, ვიღებდი მათგან გასამრჯელოს, რათა თქვენ მოგმსახურებოდით. ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მაკლდა კიდეც, არავინ შემიწუხებია.
9
რადგან ნაკლულებას მივსებდნენ მაკედონიიდან მოსული ძმები და ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით თქვენ, და კვლავაც ვეცდები.
10
ქრისტეს ჭეშმარიტებით, რომელიც ჩემშია, გეუბნებით, რომ ეს სიქადული არ წამერთმევა აქაიის მხარეებში.
11
რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ უწყის!
12
მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენისთანანი აღმოჩნდნენ იმაში, რითაც იქადიან.
13
რადგან ესენი არიან ცრუმოციქულები, მზაკვარი მუშაკები, რომლებსაც ქრისტეს მოციქულებად მოაქვთ თავი.
14
და არ არის ეს საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.
15
ამიტომ დიდი რამ არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება.
16
კვლავაც ვიტყვი: ნურავინ ჩამთვლის უგუნურად. და თუ არა, როგორც უგუნური ისე მაინც მიმიღეთ, რათა მცირეოდენით მეც დავიქადო.
17
რასაც ვამბობ, უფალში კი არ ვამბობ, არამედ თითქოს უგუნურებით ვიქადი თავდაჯერებულად.
18
რაკი ბევრი იქადის ხორციელად, ამიტომ მეც დავიქადებ.
19
რადგან თქვენ, გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს,
20
ითმენთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გამოგიყენებთ, თუ ვინმე დაგიმოჩილებთ, თუ ვინმე გაყოყოჩდება, თუ ვინმე სახეში გცემთ.
21
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ასეთი საქციელისთვის ძალა არ გვყოფნის. მაგრამ, თუ ვინმე რითიმე დაიქადებს, უგუნურებით ვიტყვი: მეც გავკადნიერდები.
22
ისინი ებრაელები არიან? მეც ვარ! ისრაელის ძენი არიან? მეც ვარ! აბრაამის ნაშიერნი არიან? მეც ვარ!
23
ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად. უფრო მეტად ვარ შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად ვიყავი საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას.
24
ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.
25
სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის დაღუპვა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი,
26
მრავალჯერ მოგზაურობებში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოდ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუძმათა შორის,
27
შრომასა და გაჭირვებაში, გამუდმებულ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, გამუდმებულ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში.
28
გარდა ამისა, ყოველდღიური ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
29
ვინმე დაუძლურდება და მეც არ ვუძლურდები მასთან ერთად? ვინმე დაბრკოლდება და მეც არ ავენთები მასთან ერთად?
30
თუ საჭიროა ქადილი, ჩემი უძლურებით დავიქადებ.
31
ღმერთმა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, კურთხეულმა უკუნითი უკუნისამდე, უწყის, რომ არ ვცრუობ.
32
დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დარაჯობდა დამასკელთა ქალაქს, რათა შევეპყარი.
33
სარკმლიდან გადმომიშვეს გოდრით გალავანზე და ხელიდან დავუსხლტი მას.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13