bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 10
2 Corinthians 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 11 →
1
მე, პავლე, მოგიწოდებთ ქრისტესმიერი თვინიერებით და მოთმინებით – მე, რომელიც თქვენთან პირისპირ მყოფი თავმდაბალი ვარ, შორიდან კი – კადნიერი,
2
და გევედრებით, რომ ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთების მიმართ, ვისაც ჰგონია, თითქოს ხორცის მიხედვით დავდიოდეთ.
3
რადგან, თუმცა ხორციელად დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით.
4
რადგან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთიური ძალაა ციხესიმაგრეთა დასარღვევად. ჩვენ ვარღვევთ დასაბუთებას,
5
და ყოველ მედიდურობას, რომელიც აღმართულია ღმერთის შეცნობის წინააღმდეგ და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს, რათა ქრისტეს დაუმორჩილდეს.
6
და მზად ვართ დავსაჯოთ ყოველგვარი ურჩობა, როცა თქვენი მორჩილება სრული იქნება.
7
შეხედეთ იმას, რაც თქვენს წინაშეა. ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე დაფიქრდეს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
8
და თუ უფრო მეტად დავიქადნი ჩვენი ხელმწიფებით, რომელიც უფალმა მოგვცა აღსაშენებლად და არა თქვენს დასაქცევად, არ შევრცხვები.
9
ამიტომ არ მოგეჩვენოთ, თითქოს გემუქრებოდეთ წერილებით.
10
ამბობენ: მისი წერილები მკაცრი და ძლიერიაო, მაგრამ პირადად შეხვედრისას სუსტია და მისი სიტყვაც უმნიშვნელო.
11
იცოდეს, ვინც ასე ფიქრობს, რომ, როგორიც სიტყვით ვართ წერილებში, როცა მანდ არა ვართ, ისევე მოვიქცევით, როცა მანდ ვიქნებით.
12
რადგან ვერ ვბედავთ დავუპირისპირდეთ ანდა შევედაროთ იმათ, რომელთაც თავი მოაქვთ: ისინი უჭკუობით თავისი თავით ზომავენ და თავის თავთან ადარებენ.
13
ხოლო ჩვენ უზომოდ არ ვიქადნით, არამედ იმ ზომით, რა ხვედრიც ღმერთმა გვიწილადა, რომ თქვენამდეც მოვაღწიოთ.
14
ჩვენს ზღვარს არ გადავდივართ, თითქოს ვერ ვაღწევდეთ თქვენამდე, რადგან ჩვენ პირველებმა მოვაღწიეთ თქვენამდე და მოგიტანეთ ქრისტეს სახარება.
15
უზომოდ კი არ ვიქადით სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ თქვენი რწმენის ზრდის კვალობაზე უხვად გავამრავლებთ თქვენში ჩვენს წილხვედრ საქმეს.
16
რათა თქვენს იქითაც ვახაროთ და არ ვიქადდეთ იმით, რაც უკვე გამზადებულია სხვათა წილხვედრში.
17
„ვინც იქადის, უფლით იქადდეს.“
18
რადგან, ის კი არ არის აღიარებული, ვინც თავს იქებს, არამედ ის, ვისაც უფალი აქებს.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13