bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 6
2 Corinthians 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 7 →
1
როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რათა ფუჭი არ აღმოჩნდეს თქვენთვის ღმერთის მადლის მიღება.
2
რადგან ის ამბობს: „მოწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე!
3
ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების რაიმე საბაბს, რათა ჩვენი მსახურება არ შეიბღალოს,
4
არამედ ყველაფერში წარვადგენთ თავს, როგორც ღვთისმსახურნი: დიდი მოთმინებით, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში,
5
დარტყმებში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში,
6
სიწმიდეში, ცოდნაში, დიდსულოვნებაში, სიკეთეში, წმიდა სულში და უანგარო სიყვარულში,
7
ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, სიმართლის საჭურველით მარჯვენასა და მარცხენაში,
8
დიდებისა და შერცხვენისას, გმობისა და ქებისას, როგორც შემცდარნი, მაგრამ ჭეშმარიტნი,
9
როგორც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი, როგორც მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალნი! დასჯილნი, მაგრამ ვერ მოკლულნი;
10
როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი.
11
ჩვენი ბაგე გახსნილია თქვენს მიმართ, კორინთელნო, ჩვენი გული გახსნილია თქვენთვის;
12
თქვენ ვიწროდ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენშია სივიწროვე.
13
ხოლო ამის სამაგიეროდ, გეუბნებით, როგორც შვილებს: ფართოდ გაიხსენით თქვენც.
14
ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა აქვს საერთო სამართლიანობას ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?
15
რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?
16
რა აქვს საერთო ღმერთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი?
17
ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით“ – ამბობს უფალი. „უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე შეგიწყნარებთ თქვენ.
18
ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი, ყოვლისმპყრობელი.“
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13