bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 5
2 Corinthians 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 6 →
1
რადგან ვიცით, რომ როცა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, ეს კარავი დაინგრევა, ღმერთისაგან გვაქვს შენობა, ხელთუქმნელი საუკუნო სახლი ცათა შინა.
2
ამიტომაც ველტვით და ვნატრობთ ჩვენი ზეციური საცხოვრებლით შემოსვას,
3
რათა შევიმოსოთ და შიშვლები არ აღმოვჩნდეთ.
4
და ამ კარავში წუხილის ტვირთქვეშ ვოხრავთ, რადგან გახდა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლის მიერ.
5
სწორედ ამისათვის შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სულის საწინდარი.
6
ამიტომ ყოველთვის მხნედა ვართ, თუმცა ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისაგან.
7
რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.
8
მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავსახლდეთ.
9
ამიტომ ვცდილობთ კიდეც, სხეულში დასახლებულნი თუ სხეულს გარეთ მყოფნი, მისთვის სასურველნი ვიყოთ.
10
რადგან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს ტახტის წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც აკეთებდა სხეულში ყოფნისას – კეთილს თუ ცუდს.
11
და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს ვარწმუნებთ, ღმერთისათვის კი გაცხადებულნი ვართ. და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისთვისაც გაცხადებული ვიქნებით.
12
ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ ჩვენს თავს, არამედ საბაბს გაძლევთ იქადდეთ ჩვენით, რომ სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც მოსაჩვენებლად იქადის და არა გულით.
13
რადგან თუ გონს გადასულნი ვართ – ეს ღმერთისათვისაა, ხოლო თუ გონიერები – თქვენთვის.
14
ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ, რომ თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, მაშ, ყველა მოკვდა.
15
ის ყველასათვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისათვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
16
ამრიგად, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად. თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ ასე.
17
ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა, აჰა, ყოველივე ახალია.
18
ყოველივე ღმერთისაგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება,
19
რადგან ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება და არ ჩაუთვალა ადამიანებს მათი დანაშაულებანი და გვიბოძა შერიგების სიტყვა.
20
ამგვარად, ჩვენ ქრისტეს მაცნეები ვართ, და თავად ღმერთი შეგაგონებთ ჩვენი მეშვეობით. ქრისტეს სახელით გევედრებით: შეურიგდით ღმერთს.
21
რადგან ის, ვინც ცოდვა არ იცოდა, მან ცოდვად აქცია ჩვენს გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სამართალი მასში.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13