bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 2
2 Corinthians 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 3 →
1
მაგრამ ჩემთვის ასე გადავწყვიტე, აღარ მოვიდე თქვენთან შესაწუხებლად,
2
რადგან თუ მე დაგამწუხრებთ, მაშ ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც დამწუხრებულია ჩემგან?
3
სწორედ ამიტომ მოგწერეთ ეს თქვენ, რათა ჩემი მოსვლისას არ მქონდეს წუხილი მათგან, ვისაც უნდა გავეხარებინე. ხოლო ყველა თქვენგანში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყველა თქვენგანის სიხარულიცაა.
4
რადგან დიდად შეჭირვებული და გულნატკენი გწერდით და უამრავი ცრემლით, არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის უდიდესი სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს.
5
და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, თქვენ ყველანი.
6
საკმარისი იყოს მისთვის ეს სასჯელი მრავალთაგან.
7
ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა წუხილმა არ შთანთქას იგი.
8
ამიტომ შეგაგონებთ, გამოიჩინოთ სიყვარული მის მიმართ.
9
რადგან იმისთვისაც დავწერე, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.
10
ვისაც თქვენ აპატიებთ რაიმეს, მეც ვაპატიებ, რადგან ვისაც რა ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე.
11
რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.
12
ტროაში მისვლისას ქრისტეს სახარებლად კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,
13
მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე. გამოვემშვიდობე მათ და გავემართე მაკედონიისაკენ.
14
მაგრამ მადლი ღმერთს, ვინც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას,
15
რადგან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღმერთისათვის, გამოხსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც.
16
ზოგისათვის ეს სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ, ზოგისთვის კი სიცოცხლის სურნელია სასიცოცხლოდ. და ვინაა ამის ღირსი?
17
რადგან ჩვენ არა ვართ ღმერთის სიტყვით მოვაჭრენი, როგორც მრავალნი, არამედ ვქადაგებთ წრფელად, როგორც ღმერთისაგან, ღმერთის წინაშე, ქრისტეში.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13