bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 4
2 Corinthians 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 5 →
1
ამიტომ, რაკი ასეთი მსახურება გვეწყალობა, არ ვცხრებით,
2
არამედ უარს ვამბობთ სამარცხვინოს დაფარვაზე და ცბიერი ქცევით ღმერთის სიტყვებს კი არ ვამახინჯებთ, არამედ ჭეშმარიტების გამოვლენით წარვუდგენთ თავს ყველა ადამიანის სინდისს ღმერთის წინაშე.
3
თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული,
4
ურწმუნოთათვის, ვისაც ამ საუკუნის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ გაბრწყინებულიყო სახარების ნათელი ქრისტეს დიდებისა, რომელიც უხილავი ღმერთის ხატია.
5
რადგან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს, ჩვენს თავს კი თქვენს მონებად მივიჩნევთ იესოს მიერ.
6
რადგან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო, მან გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღმერთის დიდების ცოდნის ნათელმა ქრისტეს პირისახეში.
7
ეს განძი კი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა გადამეტებული ძლიერება ღმერთისაგან იყოს და არა ჩვენგან.
8
ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი.
9
დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი, გადაყრილნი, მაგრამ არა დაღუპულნი.
10
მუდამ ვატარებთ სხეულში უფალი იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს.
11
რადგან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვკვდებით იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში.
12
ამრიგად, ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, ხოლო თქვენში – სიცოცხლე.
13
რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც დაწერილია: „მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი,“ ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ.
14
ვიცით, რომ უფალი იესოს აღმდგენელი ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად.
15
ეს ყველაფერი თქვენთვის არის. რადგან მრავალთა მიერ მადლის გამრავლებით გაიზრდება მადლიერება ღმერთის სადიდებლად.
16
ამიტომ არ ვცხრებით, პირიქით, თუ ჩვენი გარეგანი კაცი ცვდება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე.
17
რადგან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და გარდამეტებულ საუკუნო დიდებას გვიმზადებს,
18
რადგან ჩვენ ვუმზერთ არა ხილულს, არამედ უხილავს. რადგან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი კი – საუკუნო.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13