bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 12
2 Corinthians 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 13 →
1
მაშ, მაინც უნდა დავიქადო, თუმცა ამაოა ქადილი. მაშ მივალ უფლის ხილვებთან და გამოცხადებებთან.
2
ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც 14 წლის წინათ, არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულს გარეთ, ღმერთმა იცის, ატაცებულ იქნა მესამე ცამდე.
3
ვიცი ასეთი კაცი, სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის,
4
რომ ის ატაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა შესახებ ლაპარაკი შეუძლებელია ადამიანისათვის.
5
ასეთი კაცით დავიქადნი, ჩემი თავით კი არ დავიქადნი, მხოლოდ ჩემი უძლურებებით.
6
ხოლო თუ მოვისურვებ დავიქადნო, უგუნური არ ვიქნები, რადგან ჭეშმარიტებას ვიტყვი. მაგრამ თავს ვიკავებ, რათა არავინ ჩამთვალოს იმაზე მეტად, რასაც ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს.
7
ხოლო რათა არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს, რათა არ გავმედიდურდე.
8
სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განეშორებინა იგი.
9
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში სრულიქმნება ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
10
ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.
11
უგუნური შევიქენი, თქვენ მაიძულეთ ეს. თქვენ გმართებდათ ჩემი ქება, რადგან არაფრით ჩამოვუვარდები აღმატებულ მოციქულებს, თუმცა არარა ვარ.
12
მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებით და ძალებით.
13
რა გაკლიათ დანარჩენ ეკლესიებთან შედარებით, გარდა იმისა, რომ მე არ დაგაწექით მძიმე ტვირთად? მაპატიეთ ეს უსამართლობა.
14
აჰა, მე მზად ვარ მესამედ მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, რადგან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას. რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის.
15
ხოლო მე ხალისით გავცემ თავს და გავწირავ ყველაფერს თქვენთვის. თუ მე ასეთი სიყვარული მაქვს თქვენდამი, თქვენ ასე მცირედ უნდა გიყვარდეთ?
16
ამრიგად, მე არ დამიმძიმებიხართ თქვენ. მაგრამ, როგორც მატყუარამ, მზაკვრობით ხომ არ დაგიჭირეთ?
17
ან ხომ არ ვეძიებდი ანგარებას ვინმეს მეშვეობით, რომელიც თქვენთან გამოვგზავნე?
18
მე ვთხოვე ტიტეს და მასთან ერთად გამოვგზავნე ძმა. გამოგიყენათ თქვენ ტიტემ? განა ჩვენ ორივე ერთი სულით არ დავდიოდით? ერთ გზას არ ვადექით?
19
თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ თავი უნდა ვიმართლოთ თქვენთან? ღმერთის წინაშე, ქრისტეში ვლაპარაკობთ ჩვენ და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს აღსაშენებლადაა.
20
რადგან ვშიშობ, რომ, როცა მოვალ, ისეთები არ გპოვოთ თქვენ, როგორიც მე მსურს, და თქვენც არ მპოვოთ ისეთი, როგორიც გსურთ. რომ არ ვპოვო თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, გულზვაობა და შფოთი.
21
რათა, როცა კვლავ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენთან და არ მომიხდეს გლოვა მრავალთა გამო, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს ის უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რომელსაც ჩადიოდნენ.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13