bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 8
2 Corinthians 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 9 →
1
გაუწყებთ, ძმებო, ღმერთის მადლის შესახებ, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს,
2
რადგან გასაჭირით მათ დიდ გამოცდას დიდი სიხარული ახლავს და დიდ სიღატაკეს გადააჭარბა მათი სიუხვის სიმდიდრემ.
3
ვადასტურებ, რომ თავიანთი ძალის შესაბამისად და უფრო მეტადაც გულუხვნი იყვნენ.
4
დიდი დაჟინებით გვთხოვეს უფლება, მადლი და თანაზიარება გაეწიათ წმიდათა მსახურებაში.
5
და გასცეს არა მარტო ის, რასაც მოველოდით, არამედ მათ საკუთარი თავი შესწირეს ჯერ უფალს და მერე ჩვენ, ღმერთის ნებით.
6
ამიტომ ტიტეს ვთხოვეთ, რომ, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა თქვენთან ეს მადლის საქმეც.
7
და როგორც სიუხვე გაქვთ ყველაფერში: რწმენაში და სიტყვაში, ცოდნაში და ყოველგვარ სიბეჯითეში და თქვენში ჩვენს სიყვარულში, ასევე იუხვეთ ამ მადლის მიგებაშიც.
8
ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა სიბეჯითის წინაშე გამოჩნდეს თქვენი სიყვარულის სიწრფელეც.
9
რადგან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, მდიდარი, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
10
ჩემს რჩევას ვიძლევი ამაზე, რადგან სასარგებლო იქნება თქვენთვის იმის აღსრულება, რაც შარშან ხალისით წამოიწყეთ,
11
და ახლა დაასრულოთ ეს საქმე, რათა, რისი გაკეთებაც გულმოდგინედ გსურდათ, დაამთავროთ კიდეც თქვენი შეძლებისამებრ.
12
რადგან, თუ გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.
13
არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისათვის.
14
ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულებას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულება, რომ თანასწორობა იყოს.
15
როგორც წერია: „ვინც ბევრი შეკრიბა, ზედმეტი არ ჰქონდა, ხოლო ვინც ნაკლები – არაფერი არ აკლდა.“
16
ხოლო მადლი ღმერთს, რომელმაც ასეთი სიბეჯითე ჩაუდო თქვენს მიმართ ტიტეს გულში.
17
რადგან თუმცა ეს ჩვენი თხოვნა იყო, ის მომეტებული სიბეჯითით და საკუთარი სურვილით წამოვიდა თქვენთან.
18
მასთან ერთად გამოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისათვის.
19
გარდა ამისა, ის ხელდასხმულია ეკლესიების მიერ ჩვენს თანამგზავრადაც ამ მადლის გადასაცემად, რასაც ჩვენ ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი გულმოდგინების შესაბამისად.
20
ვფრთხილობთ, არავინ გვისაყვედუროს სიუხვისათვის, ჩვენი მსახურებით რომ იქნა მოპოვებული.
21
რადგან ვცდილობთ სიკეთისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც.
22
გამოვგზავნეთ მათთან ერთად ჩვენი ძმა, რომლის სიბეჯითე მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, ხოლო ახლა კიდევ უფრო ბეჯითია, რადგან დიდი ნდობა აქვს თქვენდამი.
23
ტიტე კი, – ის ჩემი მეგობარი და თანამშრომელია თქვენთან. ხოლო ჩვენი ძმები, – ისინი ეკლესიების წარგზავნილნი და ქრისტეს დიდება არიან.
24
მაშ, აჩვენეთ მათ ნიშანი თქვენი სიყვარულისა და თქვენით ჩვენი ქადილის სიმართლისა ეკლესიათა წინაშე.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13