bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 13
2 Corinthians 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
1
უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. „ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.“
2
როცა თქვენთან მეორედ ვიყავი, მაშინაც ვამბობდი, და ახლაც წინდაწინ ვეუბნები მათ, ვინც ადრე შესცოდა და ყველა სხვასაც, რომ, როცა კვლავ მოვალ, არავის დავზოგავ.
3
თქვენ ეძებთ იმის მტკიცებას, ლაპარაკობს თუ არა ჩემში ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენთვის, არამედ ძლიერია თქვენში.
4
რადგან, თუმცა უძლურებით იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღმერთის ძალით. და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღმერთის ძალით თქვენთვის.
5
საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოარკვიეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ ასეა, მაშ გამოცდას ვერ უძლებთ.
6
ჩვენზე კი, ვიმედოვნებ, გაიგებთ, რომ არა ვართ გამოუცდელნი.
7
ვლოცულობთ ღმერთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისათვის, რომ ჩვენ თვითონ გამოვჩნდეთ გამოცდა გამოვლილები, არამედ რათა თქვენ აკეთებდეთ სიკეთეს, გინდაც ჩვენ ხელმოცარულნი გამოვჩნდეთ.
8
რადგან უძლურნი ვართ ჭეშმარიტების წინააღმდეგ და ძლიერნი ჭეშმარიტებისათვის.
9
რადგან ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. ამისთვის ვლოცულობთ კიდეც, თქვენი სრულყოფისთვის.
10
ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ხელმწიფებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად.
11
დაბოლოს, ძმებო, იხარეთ და განმტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, მშვიდობიანნი, და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
12
მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ყველა წმიდა.
13
მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღმერთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოს თქვენ ყველასთან. ამინ.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13