bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 7
2 Corinthians 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 8 →
1
როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, ჩემო საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი ბიწისაგან და ღმერთის მოშიშებით სრულვყოთ ჩვენი სიწმიდე.
2
გვიბოძეთ ადგილი თქვენში! არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია, არავისგან გვიძებნია გამორჩენა.
3
მსჯავრის დასადებად არ ვამბობ. რადგან წინასწარვე ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა თქვენთან ერთად მოვკვდეთ და თქვენთან ერთად ვიცოცხლოთ.
4
დიდია ჩემი ნდობა თქვენდამი, ბევრს ვიქადი თქვენით. აღვსილი ვარ ნუგეშით, დიდია ჩემი სიხარული, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა.
5
როცა მაკედონიაში მივედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონდა მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში: გარეთ – ბრძოლები, შიგნით – შიში.
6
მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, ნუგეში გვცა ტიტეს მოსვლით.
7
არა მარტო მისი მოსვლით, არამედ აგრეთვე ნუგეშით, რომელიც ჰპოვა თქვენთან. მან გვიამბო თქვენს მონდომებაზე, თქვენს ტირილზე, თქვენს თავგამოდებაზე ჩემს მიმართ და ამრიგად, უფრო მეტად გავიხარე.
8
ამიტომ, თუ კიდეც დაგამწუხრეთ წერილით, არ ვნანობ, თუმცა კიდეც ვინანე, რადგან ვხედავდი, რომ ამ წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით.
9
ახლა კი ვხარობ არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ დამწუხრდით სინანულისათვის, რადგან დამწუხრდით ღმერთისათვის. ასე რომ, არაფერი დაგზიანებიათ ჩვენგან.
10
რადგან წუხილი ღმერთისათვის წარმოშობს სინანულს ხსნისათვის და არ გახდება სანანებელი, ხოლო ამა ქვეყნის წუხილი სიკვდილს წარმოშობს.
11
რადგან აჰა, ღმერთისათვის რომ შეწუხდით, რამდენი რამ წარმოიშვა თქვენში: როგორი მონდომება, როგორი სინანული, როგორი გულისწყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი სიმართლის დამყარებისა, როგორი მოშურნეობა, როგორი საზღაური და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში.
12
ამიტომ, თუ კიდეც მოგწერეთ თქვენ, არც აუგის ჩამდენისათვის და არც აუგის განმცდელისათვის, არამედ, რათა გამოჩნდეს თქვენი გულმოდგინება ჩვენდამი ღმერთის წინაშე.
13
ამიტომ ვართ ნუგეშცემულნი. ხოლო ამ ჩვენ ნუგეშზე უფრო მეტად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რომ ყველა თქვენგანმა დაამშვიდა მისი სული.
14
თუკი რამე დავიქადე თქვენზე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ. მაგრამ, როგორც ჭეშმარიტია ყველაფერი, რასაც გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი ქადილი ტიტეს წინაშე.
15
ძალიან დიდია მისი სიყვარული თქვენს მიმართ, იხსენებს რა ყველა თქვენგანის მორჩილებას და იმას, როგორი მოშიშებით და ძრწოლით მიიღეთ იგი.
16
ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში დაგემყაროთ თქვენ.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13