bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 9
2 Corinthians 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 10 →
1
წმიდათა მსახურებაზე ზედმეტია რომ მოგწეროთ,
2
რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია მომზადებულია შარშანდლიდან და მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ.
3
ხოლო ძმები გამოვგზავნე, რომ ფუჭი არ აღმოჩნდეს ჩვენი ქადილი თქვენით ამ საქმეში და მზად იყოთ,
4
რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად და გპოვებენ მოუმზადებელთ, არ შევრცხვეთ ჩვენ, არ ვამბობ, თქვენ-მეთქი, ასე დაჯერებულნი რომ ვართ თქვენში.
5
ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და წინასწარ გაემზადებინათ თქვენი დაპირებული ძღვენი, რათა მზად იყოს, როგორც ძღვენი და არა როგორც გამოძალვა.
6
და კიდევ: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც მადლიანად თესავს, მადლიანად მოიმკის.
7
თითოეულმა ისე გაიღოს, როგორც გულით აირჩია: არა მწუხარებითა და ძალდატანებით. რადგან „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.“
8
ხოლო ღმერთს ძალუძს გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით, რათა თქვენ, ყველაფერში ყოველთვის ყველაფერი საჭიროს მქონენი, მდიდარნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისათვის.
9
როგორც წერია: „გაფანტა, დაურიგა ღარიბებს, მისი სიმართლე რჩება საუკუნოდ.“
10
ხოლო მთესველისთვის თესლის მიმცემი და პურისა – საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს:
11
და ყველაფერში მდიდრები იქნებით ყოველგვარი ხელგაშლილობისათვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღმერთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.
12
რადგან ამ წმიდა საქმის სამსახური არა მარტო ავსებს წმიდათა ხელმოკლეობას, არამედ ამრავლებს კიდეც ღმერთისადმი მრავალთა მადლიერებას.
13
ამ სამსახურში გამოცდის შედეგად განადიდებენ ისინი ღმერთს თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილი აღიარებისათვის და აგრეთვე მათთან და ყველასთან გულწრფელი თანაზიარებისათვის.
14
ისინი ილოცებენ თქვენთვის და შემოგნატრებენ ღმერთის მადლისათვის, რომელიც თქვენში მომეტებულად არის.
15
მადლი ღმერთს მისი გამოუთქმელად დიდი ძღვენისათვის.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13