bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Corinthians 3
2 Corinthians 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 4 →
1
კვლავ დავიწყოთ ჩვენი თავის წარდგენა? საჭიროა ჩვენთვის, როგორც ზოგიერთებისათვის, წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან?
2
თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც სცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი.
3
თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან შექმნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღმერთის სულით, არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ ფიცრებზე.
4
ასეთი რწმენა გვაქვს ქრისტეს მეშვეობით ღმერთის მიმართ,
5
არა იმიტომ, რომ შეგვეძლოს ჩვენ თვითონ განვსაჯოთ რაიმე, თითქოს ჩვენგან იყოს და არა ღმერთისაგან ჩვენი შემძლეობა.
6
მან შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. რადგან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს.
7
ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით დაბეჭდილი, ისეთი დიდებით იყო, რომ ისრაელის ძეებმა ვერ შეძლეს მოსეს სახის ხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო,
8
რამდენად უფრო დიდი იქნება სულის მსახურების დიდება?
9
რადგან, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო უხვია დიდებით სიმართლის მსახურება,
10
რადგან ის, რაც ამრიგად იყო განდიდებული, აღარ ჩაითვლება დიდებულად სიმართლის მსახურების აღზევებულ დიდებასთან შედარებით.
11
რადგან, თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი დიდება აქვს მყოვარს.
12
ამიტომ, რაკი ესოდენი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ.
13
და არა ისე, როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელის ძეებს წარმავალის დასასრული.
14
მაგრამ დაეხშოთ მათ გონება, რადგან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე რიდე აუხდელი, რადგან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.
15
მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე,
16
ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევა ვინმე, რიდე ეხდება.
17
უფალი სულია და, სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.
18
ჩვენ კი ყველანი დაუბურავი სახით ვჭვრეტთ უფლის დიდებას და გარდავისახებით იმავე ხატად დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13