bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 10
2 Chronicles 10
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 11 →
1
და წავიდა შექემში რეხაბყამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელიანობა მის გასამეფებლად.
2
როცა [ეს ამბავი] შეიტყო იერობყამ ნაბატის ძემ, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც სოლომონ მეფისაგან იყო გაქცეული, ეგვიპტიდან გამობრუნდა იერობყამი.
3
შეუთვალეს და დაიბარეს იგი. და მოვიდა იერობყამი და მთელი ისრაელი და ასე უთხრეს რეხაბყამს:
4
„უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადო, და დაგემორჩილებით.“
5
უთხრა მათ: „წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან.“ და წავიდა ხალხი.
6
რჩევა ჰკითხა მეფე რეხაბყამმა უხუცესებს, რომლებიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: „როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?“
7
და ელაპარაკნენ მას. უთხრეს: „თუ კეთილი იქნები ამ ხალხისათვის, აამებ მათ და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მსახურნი იქნებიან.“
8
არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეთ, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და ემსახურებოდნენ.
9
და უთხრა მათ: „რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენისგან დადგმული უღელი?“
10
და ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: „ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება: უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და შენ უნდა შეგვიმსუბუქოო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკა თითი.
11
ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კი უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!“
12
და მივიდნენ იერობყამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რეხაბყამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან.
13
და მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა მეფე რეხაბყამმა უხუცესთა რჩევას.
14
მოყმეთა რჩევისამებრ ელაპარაკა მათ, უთხრა: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით.“
15
არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობყამ ნაბატის ძისათვის, ახია შილონელის პირით.
16
და როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: „რა წილი გვიდევს დავითში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისაგან? თქვენ-თქვენი კარვებისაკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენ სახლს, დავით!“ და წავიდ-წამოვიდა თავ-თავის კარვებში ისრაელი.
17
მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზე შერჩა მეფობა რეხაბყამს.
18
და გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი, ხარკის ამკრებთა უფროსი, მაგრამ ქვებით ჩაქოლეს ისრაელის ძეთ და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ ახტა მეფე რეხაბყამი ეტლზე და იერუსალიმში გაიქცა.
19
და განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა დღემდე.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36