bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 24
2 Chronicles 24
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 25 →
1
შვიდი წლის იყო იოაში, როცა გამეფდა, და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბია, ბეერ-შებაყიდან.
2
სწორს აკეთებდა უფლის თვალში იოაში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში.
3
ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა, და შეეძინა ძენი და ასულნი.
4
ამის შემდეგ იოაშმა გულით მოიწადინა უფლის სახლის შეკეთება.
5
და შეკრიბა მღვდლები და ლევიანები და უთხრა: „დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი მოაგროვეთ წლიდან წლამდე უფლის სახლის შესაკეთებლად, აჩქარდით“ მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს.
6
და დაიბარა მეფემ იეჰოიადაყი, მათი თავკაცი, და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვ ლევიანებს, რომ იუდასგან და იერუსალიმისაგან აკრიბონ ის გადასახადი, რომელიც მოსემ, უფლის მსახურმა და ისრაელის კრებულმა დაადგინა სადღესასწაულო კარვისათვის?
7
რადგან ურჯულო ღოთოლიამ და მისმა ვაჟებმა დააზიანეს ღვთის სახლი და უფლის სახლის მთელი შემოწირულობა ბაყალებს მოახმარეს.“
8
და თქვა მეფემ და გააკეთეს ერთი კიდობანი. და დადგეს იგი უფლის სახლის შესასვლელთან, გარეთ,
9
და გამოაცხადეს იუდაში და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოეტანათ ის შესაწირავი, რომელიც მოსემ, ღვთის მსახურმა, დაუწესა ისრაელს უდაბნოში.
10
და გაიხარეს ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. და მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო.
11
როცა ლევიანთა ხელში კიდობანს მეფის მოხელეებს წაუღებდნენ და ნახავდნენ, რომ იგი სავსე იყო ვერცხლით, და მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის სანდო კაცი და გადმოაპირქვავებდნენ კიდობანს, მერე ისევ წაიღებდნენ და თავის ადგილზე დააბრუნებდნენ. ასე აკეთებდნენ დღიდან დღემდე და დიდძალი ვერცხლი დააგროვეს.
12
და აბარებდნენ ამას მეფე და იეჰოიადაყი უფლის სახლის სამუშაოთა შემსრულებლებს. ისინი ქირაობდნენ ქვისმთლელებსა და დურგლებს უფლის სახლის გასამაგრებლად.
13
და იშრომეს სამუშაოს შემსრულებლებმა და მოამთავრეს შეკეთება მათი ხელით. და აღადგინეს ღვთის სახლი თავისი წესის და რიგის მიხედვით და გაამაგრეს.
14
როცა მორჩნენ, მეფესა და იეჰოიადაყს მიუტანეს დარჩენილი ვერცხლი. და დაამზადეს მისგან სახლისთვის ჭურჭლეული – სამსახურებელი და სრულადდასაწველისთვის საჭირო ჭურჭელი, თასები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი სიცოცხლის მანძილზე მუდამ აღავლენდნენ სრულადდასაწველს უფლის სახლში.
15
და დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით, და მოკვდა. ასოცდაათი წლისა იყო, როცა მოკვდა.
16
და დამარხეს იგი დავითის ქალაქში, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისათვის.
17
იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ.
18
და მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. და განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო.
19
და მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ.
20
ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი, და შედგა იგი ხალხის წინ მაღლობზე და თქვა: „ასე ამბობს ღმერთი: ‘რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებათ; რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.’“
21
აუჯანყდნენ მას და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის სახლის ეზოში.
22
და არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ვაჟი. და როცა კვდებოდა, თქვა: „იხილოს უფალმა და მოიკითხოს.“
23
წელიწადი რომ შემოიქცა, წამოვიდა მის წინააღმდეგ არამის ლაშქარი, შეიჭრა იუდაში და იერუსალიმში და გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი. და მთელი ნაალაფარი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.
24
მცირეოდენი ხალხით მოვიდა არამის ლაშქარი, მაგრამ უფალმა მათ ხელში დიდძალი ლაშქარი ჩააგდო, რადგან მიატოვეს უფალი, მამათა ღმერთი. და მსჯავრი დასდეს იოაშს.
25
და როცა წავიდნენ მისგან და მძიმედ დასნეულებული მიატოვეს, აუჯანყდნენ მას მისი მსახურნი იეჰოიადაყ მღვდლის შვილის სისხლი რომ აეღოთ და თავისსავე საწოლში მოკლეს. და მოკვდა იგი და დამარხეს დავითის ქალაქში, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
26
აჰა, მის წინააღმდეგ აჯანყებულნი: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იეჰოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა.
27
მისი ვაჟების, მასზე თქმული მრავალი ნაქადაგარის და ღვთის სახლის შეკეთების ამბავი მეფეთა წიგნის საკითხავშია ჩაწერილი. მის ნაცვლად ამაციაჰუ, მისი ძე, გამეფდა.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36