bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 11
2 Chronicles 11
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 12 →
1
და მივიდა რეხაბყამი იერუსალიმში და შეჰყარა იუდასა და ბენიამინის მთელი სახლი – ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს რეხაბყამისათვის მეფობის დასაბრუნებლად.
2
და გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
3
„უთხარი რეხაბყამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს და ბენიამიანის მთელ სახლს:
4
ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი’“. და ისმინეს უფლის სიტყვა და იერობყამთან საომრად გასულნი უკან გაბრუნდნენ.
5
რეხაბყამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხე-სიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში.
6
მან გაამაგრა: ბეთლემი, ყეტამი და თეკოაყი,
7
ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი,
8
გათი, მარეშა, ზიფი,
9
ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა,
10
ცორყა, აიალონი, ხებრონი – გამაგრებული ქალაქები – იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა.
11
და გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრეები, და ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი.
12
და ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და ბენიამინი.
13
მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელს ისრაელში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან შეუდგნენ მას.
14
ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობყამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას
15
და დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისათვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.
16
მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამების ღმერთისათვის.
17
და გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ რეხაბყამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელიწადს დადიოდა დავითისა და სოლომონის გზით.
18
რეხაბყამმა ცოლად შეირთო მახალათი, იერიმოთ დავითის ძის ასული.
19
და შეეძინა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი.
20
მის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული, რომელმაც შესძინა მას: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი.
21
რეხაბყამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა მაყაქა, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა. და შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი.
22
და დააყენა უფროსად რეხაბყამმა აბია, მაყაქას ვაჟი, წინამძღილად თავის ძმებში, რადგან მისი გამეფება ეწადა.
23
გონივრულად მოიქცა და ყველა თავისი შვილი იუდასა და ბენიამინის ყველა კუთხეში და ყველა გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა. და უხვად მისცა სარჩო და უთხოვა მრავალი ცოლი.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36