bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 31
2 Chronicles 31
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 32 →
1
ყოველივე ეს რომ დამთავრდა, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დალეწეს სვეტები, და გაჩეხეს აშერები, და დაანგრიეს გორაკები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემში, მენაშეში – ერთიანად. და დაბრუნდა ყველა ისრაელის ძე თავ-თავის სამკვიდრებელში, თავის ქალაქში.
2
და დააყენა იეხიზკიაჰუმ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავიანთი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად, სრულადდასაწველისა და სამშვიდობო მსხვერპლის შესაწირავად, უფლის ბანაკის კარიბჭეში საქებრად და სადიდებლად.
3
და დააწესა მეფემ წილი თავისი ქონებიდან, სრულადდასაწველთათვის – დილის და მწუხრის სრულადდასაწველთათვის, შაბათების, ახალმთვარობების და დღესასწაულების აღსავლენთათვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.
4
და უბრძანა იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომ თავიანთი წილი გასამრჯელო მიეცათ მღვდლებისთვის და ლევიანებისათვის, რათა მტკიცედ დაეცვათ უფლის რჯული,
5
როგორც კი ეს ბრძანება გავრცელდა, უხვად მოიტანეს ისრაელის ძეთ ფქვილის, ღვინის, ზეთის, თაფლისა და მინდვრის ყველა მოსავლის პირველი ნაყოფი; და სხვა ყველაფრის მეათედიც უხვად მოიტანეს.
6
ისრაელის ძეთ და იუდას ქალაქების მკვიდრთ მოჰქონდათ მეათედი ხარ-ძროხიდან და ცხვრიდან, მეათედი შენაწირიდან, რომელიც უფლისთვის, თავიანი ღმერთისთვის, ჰქონდათ შეწირული. მოიტანეს და გროვად დაახვავეს.
7
მესამე თვეში დაიწყეს გროვების დახვავება და მეშვიდე თვეში მოამთავრეს.
8
და მოვიდნენ იეხიზკიაჰუ და მთავრები, და დაინახეს გროვები და აკურთხეს უფალი და მისი ერი – ისრაელი.
9
ჰკითხა იეხიზკიაჰუმ მღვდლებსა და ლევიანებს გროვების თაობაზე.
10
და უთხრა მას ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა, ცადოკის სახლის კაცმა, და უთხრა: „როცა დაიწყეს უფლის სახლში ძღვენის მოტანა, ძღომაზე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ერი, და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა.“
11
და თქვა იეხიზკიაჰუმ, ოთახები მოემზადებინათ უფლის სახლში. და მოამზადეს.
12
შეიტანეს პატიოსნად ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქანანიაჰუ, მისი ძმა შიმყი მეორე კაცი იყო.
13
იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქიაჰუ. მახათი და ბენაიაჰუ მეთვალყურენი იყვნენ ქანანიაჰუსა და შიმყის, მისი ძმის, ხელქვეით, მეფე იეხიზკიაჰუსა და ყაზარიაჰუს, უფლის სახლის წინამძღვრის, ბრძანებით.
14
კორე იმნას ძე, ლევიანი, აღმოსავლეთის მხარის კარის მცველი ღვთისადმი ნებაყოფლობით შესაწირავზე იყო, რათა გაეცა უფლის ძღვენი და ყველაზე წმინდა შეწირულობა.
15
მის ხელქვეით მღვდელთა ქალაქებში იყვნენ: ყედენი, მინიამინი, იესო, შემაყიაჰუ, ამარიაჰუ, შექანიაჰუ, რომ პატიოსნად გაენაწილებინათ მოძმეთათვის, მათი დასებისდა მიხედვით, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის,
16
გარდა საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილთა, სამი წლის ასაკიდან მოყოლებული ყველა მამაკაცისთვის, უფლის სახლში ყველა მიმსვლელისა ყოველდღიურ საქმეზე, მათი სამსახურისთვის მათ თანამდებობისდა მიხედვით,
17
საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი მღვდლებისთვის, მათ მამისსახლთა მიხედვით, ოცი წლის ასაკს გადაცილებულ ლევიანთათვის, მათი თანამდებობისა და დასების მიხედვით.
18
საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა მათი წვრილშვილისათვის, ცოლებისთვის, ვაჟებისთვის და ასულებისთვის, მთელი კრებულისათვის, რადგან პატიოსნად განიწმიდნენ სიწმიდისათვის.
19
ხოლო აარონის ძეთათვის – მღვდელთათვის, მათი ქალაქების ირგვლივ, ველ-მინდვრებზე რომ მკვიდრობდნენ, ყოველ ქალაქში კაცები განაწესეს სახელდებით, რომ წილი მიეცათ ყოველი მამაკაცისთვის სამღვდელოთა შორის და საგვარტომო ნუსხაში ჩაწერილი ყველა ლევიანისთვის.
20
ასე გააკეთა იეხიზკიაჰუმ მთელ იუდაში, და იგი სიკეთით, სისწორით და პატიოსნებით გააკეთა უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე.
21
ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა.
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 32 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36