bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 22
2 Chronicles 22
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 23 →
1
და გაამეფეს იერუსალიმის მცხოვრებლებმა მის ნაცვლად ახაზიაჰუ მისი უმცროსი ვაჟი, რადგან უფროსები ბანაკში შემოჭრილმა არაბებმა გაჟლიტეს. და გამეფდა ახაზიაჰუ, იუდას მეფის, იორამის, ვაჟი.
2
ორმოცდაორი წლის იყო ახაზიაჰუ, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ყომრის ასული.
3
ისიც ახაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას.
4
ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, ახაბის სახლის მსგავსად, რადგან ის იყო მისი მრჩეველი, მისდა საუბედუროდ.
5
მათივე რჩევით დადიოდა და გაჰყვა იორამ ახაბის ძეს, ისრაელის მეფეს, არამის მეფესთან, ხაზაელთან, საბრძოლველად გილყადის რამოთში. და დაჭრეს არამელებმა იორამი.
6
მობრუნდა, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობებისათვის, რომლებიც მიაყენეს, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. და ჩამოვიდა ახაზიაჰუ იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.
7
ღვთისაგან იყო ახაზიაჰუს დაღუპვა იორამთან მისვლით, მისვლისთანავე იორამთან ერთად რომ გაილაშქრა იეჰუ ნიმშის ძეზე, რომელსაც უფალმა სცხო ახაბის სახლის დასაქცევად.
8
როცა იეჰუ მსჯავრს სდებდა ახაბის სახლს, მოძებნა იუდას მთავარნი და ახაზიაჰუს ძმისწულნი, ახაზიაჰუს რომ ემსახურებოდნენ, და დახოცა ყველანი.
9
და მოძებნა ახაზიაჰუც და შეიპყრეს იგი, როცა სამარიაში იმალებოდა, და მიჰგვარეს იეჰუს. მერე მოკლეს და დამარხეს, რადგან თქვეს: „შვილია იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძიებდა უფალს.“ აღარავინ დარჩა ახაზიაჰუს სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა.
10
როცა ღოთოლიამ, ახაზიაჰუს დედამ დაინახა, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ადგა და გაწყვიტა იუდას სახლის მთელი სამეფო თესლი.
11
აიყვანა იეჰოშაბყათმა, იორამ მეფის ასულმა, იოაში, ახაზიაჰუს ვაჟი, რადგან იეჰოშაბყათი, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლი, ახაზიაჰუს და იყო, თავის ძიძასთან ერთად და საწოლ ოთახში გადამალა ღოთოლიასაგან და ვერ მოკლეს.
12
ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად ღვთის სახლში, ხოლო ქვეყანაზე ღოთოლია მეფობდა.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36