bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 14
2 Chronicles 14
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 15 →
1
და განისვენა აბიამ თავის მამებთან, და დამარხეს დავითის ქალაქში, და მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა. ასას დროს ათ წელიწადს მოსვენებული იყო იუდას ქვეყანა.
2
კეთილს და სწორს აკეთებდა ასა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში.
3
და მოშალა უცხო სამსხვერპლოები და გორაკები, შემუსრა კერპები და აჩეხა აშერები.
4
და უთხრა იუდას, გამოეძია უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინა მისი რჯული და მცნებები.
5
და მოშალა იუდას ყველა ქალაქში გორაკები და სამზეო სვეტები. და მოისვენა სამეფომ მის წინაშე.
6
და ააგო იუდაში გამაგრებული ქალაქები, რადგან მოსვენებული იყო ქვეყანა და არც ომი ჰქონია იმ წლებში, რაკი უფალმა სიმშვიდე მისცა.
7
და უთხრა იუდას: „ავაშენოთ ეს ქალაქები და გარს გალავნები, კოშკები, კარიბჭეები და ბურჯები შემოვავლოთ. ქვეყანა კვლავ ჩვენს ხელშია, რადგან გამოვიძიეთ უფალი, ღმერთი ჩვენი. გამოვიძიეთ და ირგვლივ სიმშვიდე გვიბოძა.“ და დაიწყეს შენება და ხელი მოემართათ.
8
ასას ჯარი ჰყავდა: სამასი ათასი ფარითა და შუბით შეიარაღებული კაცი იუდადან და ორას ოთხმოცი ათასი ფარით შეიარაღებული და მშვილდოსანი კაცი ბენიამინიდან. ყველანი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.
9
და წამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი ათასი ათასიანი ჯარით, სამასი ეტლით და მარეშას მოადგა.
10
და გამოვიდა ასა მის წინააღმდეგ საბრძოლველად და დაეწყვნენ ცეფათას ხეობაში, მარეშას მახლობლად.
11
და უხმო ასამ უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „უფალო, განა შენგან არ არის შეწევნა ძლიერისა და უძლურისა? შეგვეწიე, უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენზე ვართ მინდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩვენი, ვერ გაგიძლებს კაცი!“
12
და შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი.
13
და გაედევნა ასა და ხალხი, მასთან რომ იყო, გერარამდე. და დაეცნენ ქუშელნი, არავინ გადარჩენილა ცოცხალი, რადგან გატყდნენ უფლის წინაშე და მისი მხედრობის წინაშე. და დიდძალი ნადავლი იგდეს ხელთ.
14
და გაანადგურეს ქალაქები გერარის ირგვლივ, რადგან უფლის შიში იყო დაცემული მათზე. და გაძარცვეს ყველა ქალაქი, რადგან იქ ბევრი იყო საძარცვი.
15
საქონლის კარვებიც გაანადგურეს, და უამრავი ცხვარი და აქლემი გამოირეკეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36