bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 2
2 Chronicles 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 3 →
1
და ბრძანა სოლომონმა სახლის აშენება უფლის სახელისთვის და სამეფო სახლის აშენება თავისთვის.
2
და აღრიცხა სოლომონმა სამოცდაათი ათასი მტვირთავი. ოთხმოცი ათასი ქვის მჭრელი მთებში და სამი ათას ექვსასი მათი ზედამხედველი.
3
და შეუთვალა სოლომონმა ხურამს, ცორის მეფეს: „როგორც დავითს, მამაჩემს, გაუკეთე და კედარი გაუგზავნე მისი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, [მეც ასევე გამიკეთე.]
4
აჰა, ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის, სახელზე სახლს მისთვის განსაწმედად, საკმევლის საკმევად, საწირი პურის მუდამჟამს მისართმევად, სრულადდასაწველის აღსავლენად დილა-საღამოობით, შაბათობით, ახალმთვარობებისათვის და ჩვენი უფლის დღესასწაულებისათვის, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს.
5
დიდია ის სახლი, უფლისათვის რომ ვაშენებ, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია.
6
ვის შესწევს ძალა, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა მას ცანი და ცანი ცათანი ვერ იტევს? ან მე ვინ ვარ, რომ მის წინაშე, საკმევლის საკმევი ალაგის გარდა, სხვა სახლი ავუშენო?
7
ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომელნიც დავითმა, მამაჩემმა, მოამზადა.
8
ლიბანიდან გამომიგზავნე კედარის ხეები, კვიპაროსები და სანდალოზის ხეები, რადგან ვიცი, რომ შენმა მსახურებმა იციან ლიბანის ხეების ჭრა და აჰა, ჩემი მსახურნი შენს მსახურებთან ერთად იქნებიან,
9
რათა უხვად დამიმზადონ ხეები, რადგან სახლი, მე რომ ვაშენებ, დიდებული და მშვენიერი უნდა გამოვიდეს.
10
აჰა, ვაძლევ ტყის მჭრელებს, ხეებს რომ ჩეხავენ, შენს მსახურთ, ოცი ათას ქორ ხორბალს, ოცი ათას ქორ ქერს, ოცი ათას ბათ ღვინოსა და ოცი ათას ბათ ზეთს.“
11
და უთხრა ხურამმა, ცორის მეფემ, წერილში და გაუგზავნა სოლომონს: „რაკი უფალს უყვარს თავისი ერი, ამიტომ დაგადგინა მასზე მეფედ.“
12
კიდევ ეს უთხრა ხურამმა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკვიანი და გონიერი ვაჟი უბოძა, რომელიც აშენებს სახლს თავისთვის.
13
ახლა კი გიგზავნი ბრძენსა და გამოცდილ კაცს – ხურამ-აბის,
14
დანელი ქალის ძეს, მამით ცორელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვის, ხის, ძოწეულის და ლურჯი ნართების, სელისა და ყირმიზის დამუშავება, ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად.
15
ახლა გამოუგზავნოს ჩემმა ბატონმა ის ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო, თავის მსახურთ რომ შეჰპირდა.
16
ჩვენ კი ლიბანში მოვჭრით ხეებს, რამდენიც დაგჭირდება, და ზღვაზე ტივებით დავაცურებთ იაფოსკენ, იქიდან კი იერუსალიმს აიტანე.“
17
და აღრიცხა სოლომონმა ყველა ხიზანი, ვინც კი ისრაელის ქვეყნად დავითის, მამამისის, აღრიცხვის შემდეგ მოსულიყო, და აღმოჩნდა ასორმოცდაცამეტი ათას ექვსასი კაცი.
18
მათგან სამოცდაათი ათასი მტვირთავად გაამწესა, ოთხმოცი ათასი – ქვის მჭრელად მთაში, სამი ათას ექვსასი – ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36