bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 7
2 Chronicles 7
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 8 →
1
როგორც კი მოათავა სოლომონმა ლოცვა, ცეცხლი გადმოეშვა ზეციდან და შთანთქა სრულადდასაწველი და მსხვერპლები, და უფლის დიდებამ აავსო სახლი.
2
ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი.
3
როცა დაინახეს ისრალის ძეთ სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხენ მიწაზე, ქვაფენილზე და თაყვანი სცეს, და აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
4
და შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ერმა.
5
და შესწირა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ას ოცი ათასი ცხვარი. და აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა.
6
მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებელ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი მეფე დავითის გაკეთებული საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი მეოხებით; მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ მათ გვერდით, და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი.
7
და განწმიდა სოლომონმა შუა ეზოც უფლის სახლის წინ, რადგან მიიტანა იქ სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლის ლურთები, რადგან სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ ვეღარ დაიტია სრულადდასაწველი და პურეულის ძღვენი და ლურთები.
8
შვიდდღიანი დღესასწაული გადაიხადა იმჟამად სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა – დიდმა კრებულმა, [რომელიც მოვიდა] ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე.
9
მერვე დღეს გამართეს საზეიმო წვეულება, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას და შვიდ დღეს – დღესასწაულს.
10
მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს.
11
და დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და სამეფო სახლი. და ყოველივე გულუხვად გაიღო სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად.
12
ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.
13
თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს,
14
და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათს ქვეყანას.
15
ახლა თვალი გახელილი მექნება და ყურთასმენა მიპყრობილი ლოცვა-ვედრებისათვის ამ ადგილზე.
16
ახლა ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად. აქ იქნება ყოველდღე ჩემი თვალი და გული,
17
თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი, დადიოდა და ყველაფერს აღასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
18
განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს, აღვუთქვი და ვუთხარი: არ გაგიწყდება-მეთქი ხელმწიფე ისრაელში.
19
მაგრამ თუ განმიდგებით და მიატოვებთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,
20
ამოვძირკვავ მათ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც განვწმიდე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემი პირიდან, საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხს შორის.
21
და ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთდროს აღზევებულს, გაოგნდება და იტყვის: ‘ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?’
22
და იტყვიან: ‘რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მოეჭიდნენ სხვადასხვა ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და მათ ემსახურებოდნენ. ამისათვის დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.’“
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36