bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 12
2 Chronicles 12
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 13 →
1
როცა განმტკიცდა რეხაბყამის მეფობა და გაძლიერდა, მაშინ მიატოვა მან უფლის რჯული და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა.
2
რეხაბყამის მეფობის მეხუთე წელს წამოვიდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმზე, რადგან შესცოდეს უფალს.
3
ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი მხედრით, მასთან ერთად ურიცხვი ხალხი მოვიდა ეგვიპტიდან: ლიბიელები, სუქიელები, ქუშელები,
4
აიღო იუდას გამაგრებული ქალაქები და იერუსალიმს მიადგა.
5
მაშინ წინასწარმეტყველი შემაყია მივიდა რეხაბყამთან და შიშაკს გარიდებულ, იერუსალიმში თავშეყრილ იუდას მთავრებთან, და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი თქვენ მიმატოვეთ, ახლა მეც მიგატოვებთ შიშაკის ხელში.’“
6
და დამორჩილდნენ ისრაელის მთავრები და მეფე, თქვეს: „მართალია უფალი.“
7
და როცა დაინახა უფალმა, რომ დამორჩილდნენ, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: „დამმორჩილდნენ ისინი, აღარ მოვსპობ, სულ მალე გამოვიხსნი და აღარ დაატყდება იერუსალიმს ჩემი რისხვა შიშაკის ხელით.
8
მაგრამ მისი ყმები გახდებიან, რათა იცოდნენ, როგორია ჩემი ყმობა და ამქვეყნიური მეფეების ყმობა.“
9
და მოვიდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმში და წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო, წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა.
10
და გააკეთა მეფე რეხაბყამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა მცველთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ.
11
და ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შევიდოდა, მოდიოდნენ მცველები და მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველების ოთახში.
12
და რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაღუპა იგი. იუდაშიც კეთილი ამბები იყო.
13
და განმტკიცდა მეფე რეხაბყამი იერუსალიმში. ორმოცდაერთი წლისა იყო რეხაბყამი, როცა ის გამეფდა, და ჩვიდმეტ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც უფალმა თავისი სახელის სამკვიდრებლად ამოარჩია ისრაელის ყველა ტომში. დედამისი იყო ნაყამა ყამონელი.
14
ბოროტებას აკეთებდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს.
15
რეხაბყამის პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია წინასწარმეტყველ შემაყიასა და ყიდო მხილველის მატიანეში, საგვარტომო ნუსხის მიხედვით. გამუდმებული ომი იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის.
16
და განისვენა რეხაბყამმა თავის მამებთან, და დამარხეს დავითის ქალაქში, და მის ნაცვლად აბია, მისი ძე, გამეფდა.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36