bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 3
2 Chronicles 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 4 →
1
და შეუდგა სოლომონი უფლის სახლის შენებას იერუსალიმში მორიას მთაზე, სადაც ნაჩვენები ჰქონდა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნან იებუსელის კალოზე.
2
შენებას შეუდგა მეორე თვის ორში, თავისი მეფობის მეოთხე წელს.
3
აჰა, საფუძველი, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით სამოცი წყრთა იყო, ძველი საზომით, სიგანით – ოცი წყრთა.
4
სტოა, სიგრძეზე რომ გასდევდა ტაძარს, მისი სიგანის შესაბამისად, ოცი წყრთა იყო, სიმაღლით – ას ოცი. შიგნიდან ხალასი ოქროთი მოჭედა.
5
კვიპაროსის ხეებით შემოსა დიდი სახლი, საუკეთესო ოქროთი შემოსა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა.
6
ძვირფასი ქვებით დაფარა სახლი დასამშვენებლად. ოქრო კი ფარვაიმული ოქრო იყო.
7
ოქროთი შემოსა სახლი – ძელები, კარის ზღურბლები, მისი კედლები და კარები, კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა.
8
და გააკეთა წმიდათა წმიდა: მისი სიგრძე, სახლის სიგანის შესაბამისად, ოცი წყრთა იყო, და სიგანეც ოცი წყრთა და ექვსასი ქანქარი საუკეთესო ოქროთი დაფარა იგი.
9
ლურსმნები, წონით ხუთი შეკელი, ოქრო იყო. ქორედიც ოქროთი შემოსა.
10
წმიდათა წმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფარა ისინი.
11
ქერუბიმების ფრთები სიგრძით ოცი წყრთა იყო, ერთის ფრთა – ხუთწყრთიანი, და სახლის კედელს ეხებოდა, მეორის ფრთაც ხუთწყრთიანი, მეორე ქერუბიმის ფრთას ეხებოდა.
12
მეორე ქერუბიმის ფრთაც – ხუთწყრთიანი, სახლის კედელს ეხებოდა. მეორის ფრთაც – ხუთწყრიანი, პირველი ქერებუმის ფრთას ეხებოდა.
13
ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი, ისინი ფეხებზე იდგნენ და სახე სახლისაკენ ჰქონდათ მიქცეული.
14
და გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქერუბიმები გამოსახა.
15
სახლის წინ სიგრძით ოცდაათი წყრთის ორი სვეტი გააკეთა, თითოეულის თავზე ხუთწყრთიანი სვეტისთავი იყო.
16
და გააკეთა დაბირში ჯაჭვები და სვეტისთავებზე მიამაგრა, და გააკეთა ასი ბროწეული და ჯაჭვებზე ჩამოკიდა.
17
ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ. მარჯვენას იაქინი დაარქვა, მარცხენას – ბოყაზი.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36