bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 13
2 Chronicles 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 14 →
1
იერობყამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე.
2
სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, დედამისი იყო მიქაიაჰუ, ურიელის ასული, გიბყადან. ომი იყო ამტყდარი აბიასა და იერობყამს შორის.
3
აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობყამი კი მათ წინააღმდეგ საომრად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი მეომრით გამოვიდა.
4
და დადგა აბია ცემარაიმის მწვერვალზე, ეფრემის მთებში რომ არის, და თქვა: „მისმინეთ, იერობყამ და მთელო ისრაელო!
5
განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს მარილის აღთქმით მისცა მეფობა ისრაელზე საუკუნოდ?
6
და მაინც აღდგა იერობყამ ნაბატის ძე, სოლომონის, დავითის ძის, მსახური, და გაილაშქრა თავისი ბატონის წინააღმდეგ.
7
და შემოიკრიბა თავის ირგვლივ უღირსი, უგვანი ხალხი, და გამაგრდნენ რეხაბყამ სოლომონის ძის წინააღმდეგ. რეხაბყამი ყმაწვილი იყო და გულმხდალი, ამიტომ ვერ გაუძლო მათ.
8
ახლა თქვენ ფიქრობთ, გაუმკლავდეთ უფლის სამეფოს, რომელიც დავითის ძეთა ხელშია? თქვენ ჩვენზე ბევრად მეტნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბორები, იერობყამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ.
9
განა თქვენ არ გამორეკეთ უფლის მღვდლები – აარონის ძენი და ლევიანები? განა თქვენ არ იყავით, რომ მღვდლები სხვა ქვეყნების ხალხთა მსგავსად გაიჩინეთ? ყველა, ვინც თავის საკურთხებლად მოდის მოზვრითა და შვიდი ბატკნით, ცრუღმერთის მღვდელი ხდება.
10
ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი, გვყავს. არ მიგვიტოვებია იგი. მღვდლები უფალს ემსახურებიან, აარონის ძენი და ლევიანები საქმეზე დგანან.
11
დილა-საღამოობით უფლისთვის სრულადდასაწველს აღავლენენ, სურნელებას აკმევენ, საწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეებზე, ღამ-ღამობით რომ ენთონ, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის, მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი.
12
აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები ჩვენთან არიან და სათავეში გვიდგანან, მომარჯვებული გვაქვს მჭექარე საყვირები თქვენს წინააღმდეგ დასაყვირებლად, ისრაელის ძენო! არ გაბედოთ უფალთან, თქვენი მამების ღმერთთან, ბრძოლა, რადგან არ მოგემართებათ ხელი.“
13
ამასობაში იერობყამმა უკან ჩაუსაფრა ხალხი; თვით იუდაელთა წინ იყვნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ.
14
თვალი მოავლო იუდამ, და აჰა, წინიდან და უკნიდან ომია გაჩაღებული. მაშინ მოუხმეს მათ უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს.
15
შეჰღაღადეს იუდაელებმა. და როდესაც იუდაელებმა შეჰღაღადეს, ღმერთმა დაამარცხა იერობყამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე.
16
და გაექცნენ ისრაელის ძეები იუდას, მაგრამ ღმერთმა მათ ხელში ჩაყარა ისინი.
17
და სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით, ხუთასი ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან.
18
და მოდრკნენ ისრაელის ძენი, მაშინ იუდაელები კი გაძლიერდნენ, რადგან მინდობილნი იყვნენ უფალს, თავიანთი მამების ღმერთს.
19
და გაედევნა აბია იერობყამს და წაართვა ქალაქები: ბეთელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრონი თავისი დაბებით.
20
და ვეღარ მოიკრიბა იერობყამმა ძალა აბიაჰუს დღეებში, და დაჰკრა მას უფალმა და მოკვდა იგი.
21
აბიაჰუ კი განმტკიცდა და თოთხმეტი ცოლი შეირთო. და შეეძინა ოცდაორი ვაჟი და თექვსმეტი ქალი.
22
აბიას დანარჩენი ამბები, საქმეები და მისი სიტყვები აღწერილია ყიდო წინასწარმეტყველის წიგნში.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36