bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 21
2 Chronicles 21
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 22 →
1
განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამების გვერდით დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად იორამი, მისი ძე, გამეფდა.
2
და ჰყავდა მას ძმები, იოშაფატის ვაჟები: ყაზარია, იეხიელი, ზაქარია, ყაზარიაჰუ, მიქაელი, შეფატიაჰუ, ესინი არიან იოშაფატის, ისრაელის მეფის ძენი.
3
და მისცა მათ მათმა მამამ დიდძალი საჩუქარი – ვერცხლი, ოქრო და ძვირფასეულობა, იუდას გამაგრებულ ქალაქებთან ერთად; სამეფო კი იორამს უბოძა, რადგან იგი პირმშო იყო.
4
და დაიჭირა მამამისის სამეფო იორამმა და, როცა გაძლიერდა, მახვილით დახოცა თავისი ძმები და ისრაელის მთავართაგანნი.
5
ოცდათორმეტი წლისა იყო იორამი, როცა გამეფდა და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.
6
ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა ახაბის სახლი, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში.
7
მაგრამ არ უნდოდა უფალს დავითის სახლის დაქცევა იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეჰპირდა, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ.
8
მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე.
9
და გაემართა იორამი თავისი სარდლებით და მთელი თავისი ეტლებითურთ. და ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ, და ეტლის მეთაურებს.
10
და განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმხანადვე განუდგა ლიბნაც იუდას, რადგან მიატოვა იორამმა უფალი, თავისი მამების ღმერთი.
11
მანაც მოაწყო გორაკები იუდას მთებზე და გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა.
12
წერილი მოუვიდა ელია წინასწარმეტყველისაგან, უთვლიდა, „ასე ამბობს უფალი, მამაშენის, დავითის, ღმერთი: ‘იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის, იუდას მეფის, ასას, გზას,
13
არამედ ისრაელის მეფეთა გზას დაადექი, გარყვენი იუდა და იერუსალიმში მცხოვრებნი ახაბის სახლის გარყვნილების მსგავსად, თანაც შენზე უკეთესი შენი ძმები – მამაშენის სახლი – ამოწყვიტე,
14
აჰა, უფალი სასტიკად მოსრავს შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და შენს ცოლებს და მთელ შენს საბადებელს.
15
შენ კი მძიმე სენს შეგყრის, ნაწლავთა სენს, ისე რომ ნაწლავები სნეულების გამო დღე და დღე გარეთ გამოგივა.’“
16
და აღძრა უფალმა იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სული, ქუშელთა მეზობლად რომ არიან,
17
და გაილაშქრეს იუდაზე, და შეიჭრნენ მასში და ხელში ჩაიგდეს მთელი დოვლათი, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, აგრეთვე მისი ვაჟები და ცოლები. ვაჟი აღარ დარჩა, გარდა იოახაზისა, მის ძეთა შორის უმრწემესისა.
18
ყოველივე ამის შემდეგ დასცა უფალმა იგი უკურნებელი სენით.
19
ასე იყო დღე და დღე. მეორე წლის ბოლოს კი გამოსცვივდა ნაწლავები სენისაგან და საშინელ ტანჯვაში მოკვდა. მისმა ხალხმა არ დაუნთო კოცონი, როგორც მის მამებს დაუნთო.
20
ოცდათორმეტი წლის იყო იგი, რომ გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არ დანანებიათ. და დამარხეს დავითის ქალაქში, სამეფო სამარხში.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36