bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 15
2 Chronicles 15
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 16 →
1
მაშინ ყაზარიაჰუ ყოდედის ძეზე გადმოვიდა ღვთის სული,
2
და გამოეგება იგი ასას და უთხრა: „ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ მას, იპოვით; თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.
3
დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, დამმოძღვრავი მღვდლისა და რჯულის გარეშე.
4
გასაჭირში იყო და მოუხმო უფალს, ისრაელის ღმერთს. და ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი.
5
იმ ხანებში არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოთი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში.
6
ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი – ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით.
7
თქვენ კი განმტკიცდით და ნუ დაუძლურდება თქვენი ხელები, რადგან თქვენი საქმისამებრ მოგეზღვებათ“.
8
როცა ასამ მოისმინა ეს სიტყვები და ყოდედის [ძის] წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. და განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის.
9
და შემოიკრიბა მან მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისაგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან იყო უფალი.
10
ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში, შეიყარნენ იერუსალიმს.
11
და მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარ-ძროხა და შვიდასი წვრილფეხა.
12
აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამათა ღმერთი, მთელი გულითა და მთელი სულით.
13
და ყველა, ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი.
14
ეფიცებოდნენ უფალს დიდი ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით.
15
და ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძიებდნენ მას და მან აპოვნინა თავი. და უბოძა უფალმა მათ სიმშვიდე ყოველი მხრიდან.
16
მაყაქას, მეფე ასას დედასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერისათვის კერპი ჰქონდა გაკეთებული. და აჩეხა ასამ მისი კერპი, ნაფოტებად აქცია და კიდრონის ხევში დაწვა.
17
ისრაელში კი არ მოუშლიათ გორაკები. მხოლოდ ასას გული იყო სრულიად მინდობილი უფალს მთელი მისი სიცოცხლე.
18
და შეიტანა ღვთის სახლში მამამისის და თავისი შეწირული ნივთები – ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი.
19
და ომები აღარ ყოფილა ასას მეფობის ოცდამეათე წლამდე.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36