bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Chronicles 17
2 Chronicles 17
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 18 →
1
მის ნაცვლად იოშაფატი, მისი ძე, გამეფდა; და ძალა მოიკრიბა ისრაელიანთა წინააღმდეგ.
2
და ჩააყენა ჯარი იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში. მცველები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის ქალაქებში, რომელიც მამამისმა ასამ დაიპყრო.
3
და უფალი იყო იოშაფატთან, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაყალები არ უძებნია.
4
და ეძიებდა თავისი მამის ღმერთსა და მის მცნებებს ასრულებდა და არ იქცეოდა ისრაელიანთა მსგავსად.
5
და გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. და მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა.
6
და გული მიეცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში.
7
თავისი მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები – ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნათენელი და მიქაიაჰუ დასამოძღვრად იუდას ქალაქებში.
8
თან გააყოლა ლევიანები – შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობ-ადონია, მათვე გააყოლა მღვდლები: ელიშამაყი და იორამი.
9
და მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. და მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი.
10
უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს.
11
ფილისტიმელთაგან იოშაფატთან მოჰქონდათ ძღვენი და ვერცხლი ხარკად. ასევე არაბებსაც მოჰყავდათ წვრილფეხა საქონელი – შვიდი ათას შვიდასი ცხვარი და შვიდი ათას შვიდასი თხა.
12
და თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. და ააშენა იუდაში სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები.
13
დიდძალი მარაგი ჰქონდა იუდას ქალაქებში, და მებრძოლი ხალხი, მაგარი ვაჟკაცები, ჰყავდა იერუსალიმში.
14
აჰა, მათი მოვალეობანი მამის სახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: თავკაცი ყადნა, მას ჰყავდა სამასი ათასი მაგარი ვაჟკაცი.
15
მის მერე იყო თავკაცი იეჰოხანანი. მას ორასოთხმოცი ათასი ჰყავდა.
16
მის მერე იყო ამაცია, ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს, მასთან იყო ორასი ათასი მაგარი ვაჟკაცი.
17
ბენიამინს ჰყავდა მამაცი ვაჟკაცი ელიადაყი და მასთან ერთად ორასი ათასი მშვილდითა და ფარით შეიარაღებული კაცი.
18
მის მერე იყო იეჰოზაბადი და მასთან ერთად ასოთხმოცი ათასი შეიარაღებული მებრძოლი.
19
აჰა, ისინი, ვინც მეფეს ემსახურებოდნენ, იმათ გარდა, მეფემ იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში რომ ჩააყენა.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36