bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 1
Mark 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 2 →
1
დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღმერთის ძისა.
2
როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველში: „აჰა, მოვავლენ შენი პირისახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოგიმზადებს შენ გზას.
3
ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები.’“
4
იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში იყო და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად.
5
და გამოდიოდა მასთან მთელი იუდეის მხარე და ყველა იერუსალიმელი და ინათლებოდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
6
ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და მკალი და ველური თაფლი იყო მისი საჭმელი.
7
ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ მოდის ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი, რომ დავიხარო და შევუხსნა მას ფეხსაცმლის თასმა.
8
მე მოგნათლეთ წყლით, ის კი მოგნათლავთ სული წმიდით.“
9
იმ დღეებში მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იორდანეში იოანეს მიერ.
10
და მყისვე, როდესაც წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცა და სული, მტრედივით გარდამომავალი მასზე.
11
და ხმა იყო ციდან: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენში არის ჩემი სათნოება.“
12
და მყისვე გაიყვანა იგი სულმა უდაბნოში.
13
და იყო უდაბნოში 40 დღე და გამოიცდებოდა სატანისაგან. და იყო მხეცებთან და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.
14
ხოლო მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, მივიდა იესო გალილეაში, ქადაგებდა ღმერთის სახარებას
15
და ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.“
16
და როდესაც გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.
17
და უთხრა მათ იესომ: „გამომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“
18
და მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
19
და გაიარა მცირედი და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, რომლებიც ნავში ბადეებს აწესრიგებდნენ.
20
და მყისვე დაუძახა მათ. და მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ დაქირავებულ კაცებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
21
და მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, ის შევიდა სინაგოგაში, და ასწავლიდა.
22
და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.
23
და უეცრად იყვირა მათ სინაგოგაში მყოფმა, უწმიდური სულით შეპყრობილმა კაცმა:
24
„რა გინდა ჩემგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღმერთის წმიდავ.“
25
და შერისხა იგი იესომ და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“
26
და შეანჯღრია იგი უწმიდურმა სულმა, იყვირა დიდი ხმით და გამოვიდა მისგან.
27
და განცვიფრდნენ ყველანი, და ეკითხებოდნენ ერთმანეთს: „რა არის ეს? ახალი მოძღვრება ხელმწიფებით! უწმიდურ სულებსაც კი უბრძანებს და ისინი ემორჩილებიან მას!“
28
და მოედო მისი ამბავი მყისვე გალილეის მთელ მხარეს.
29
სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესთან და იაკობთან ერთად.
30
სიმონის სიდედრი იწვა სიცხით შეპყრობილი. და მაშინვე უთხრეს მას მასზე.
31
მივიდა, მოჰკიდა ხელი და წამოაყენა. და გაუარა მას სიცხემ და ემსახურებოდა მათ.
32
საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო.
33
და მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან.
34
მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ აძლევდა ეშმაკებს, ეთქვათ, რომ იცნობდნენ მას.
35
განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამით, ადგა, გავიდა და წავიდა უდაბურ ადგილას, და იქ ლოცულობდა.
36
და გაედევნენ მას სიმონი და მასთან მყოფნი.
37
და იპოვეს იგი და უთხრეს: „ყველა შენ გეძებს.“
38
ეუბნება მათ: „წავიდეთ სხვაგან ახლომახლო დაბებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული.“
39
და დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.
40
მივიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა მის წინ, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“
41
შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“
42
და მყისვე მოშორდა კეთრი მას და განიწმიდა.
43
და მკაცრად გააფრთხილა იგი და მაშინვე გაუშვა,
44
უთხრა რა მას: „უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათთვის დასამოწმებლად.“
45
მაგრამ მან კი, როდესაც გავიდა, დაიწყო ქადაგება და ისე ცნობილი გახადა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იმყოფებოდა. და ყოველი მხრიდან მიდიოდნენ მასთან.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16