bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 6
Mark 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 7 →
1
და გავიდა იქიდან და მივიდა თავის მშობლიურ მხარეში. და გაჰყვნენ მისი მოწაფეებიც.
2
შაბათი რომ დადგა, დაიწყო სწავლება სინაგოგაში. და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: „საიდანა აქვს მას ეს ყველაფერი? რა სიბრძნე აქვს მონიჭებული? რა სასწაულები ხდება მისი ხელით?
3
განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? განა აქვე ჩვენთან არ არიან მისი დები?“ და დაეჭვდნენ მასში.
4
და უთხრა მათ იესომ: „არსად არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა, ნათესავებისა და საკუთარი სახლისა.“
5
და ვერ შეძლო მოეხდინა იქ რაიმე სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს დაადო ხელები და განკურნა.
6
და უკვირდა მათი ურწმუნოება, და დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ.
7
და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი დაგზავნა წყვილად და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე.
8
და გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა, არც პური, არც გუდა, არც ბრინჯაო სარტყლით.
9
ჩაეცვათ სანდლები და არ შემოსილიყვნენ ორი პერანგით.
10
და უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ.
11
და თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფეხთაგან, როგორც მოწმობა მათ წინააღმდეგ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომსა და გომორას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.“
12
და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება.
13
და განდევნეს მრავალი ეშმაკი და სცხებდნენ ზეთს მრავალ სნეულს და კურნავდნენ.
14
და შეიტყო ეს მეფე ჰეროდემ, რადგან ცნობილი გახდა იესოს სახელი და თქვა: „იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენ ძალები მასში.“
15
სხვები ამბობდნენ: „ეს ელია არის.“ ზოგი კი ამბობდა: „წინასწარმეტყველია, პირველ წინასწარმეტყველთაგანი.“
16
შეიტყო ეს ჰეროდემ და თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით.“
17
რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდია, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა.
18
რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ შეგფერის, რომ შენი ძმისცოლი გყავდეს ცოლად.“
19
ჰეროდია კი მტრად იყო მასზე მოკიდებული და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო.
20
რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი: იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. მისი მოსმენა დიდად აფიქრებდა და სიამოვნებით უგდებდა ყურს.
21
და დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულებს.
22
შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ.“
23
და ფიცით აღუთქვა მას: „რაც გინდა მთხოვე, მოგცემ, ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი.“
24
გამოვიდა და ჰკითხა თავის დედას: „რა ვთხოვო?“ მან კი უთხრა: „იოანე ნათლისმცემლის თავი.“
25
და მყისვე, სასწრაფოდ შევიდა მეფესთან და მოსთხოვა: „მინდა, რომ ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი.“
26
შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო არ ისურვა მისი გაწბილება.
27
მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა.
28
და წავიდა იგი და მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალიშვილს, ხოლო ქალიშვილმა თავის დედას მისცა.
29
შეიტყვეს ეს მისმა მოწაფეებმა, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში დაასვენეს.
30
შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს.
31
ეუბნება მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ.“ რადგან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ.
32
და წავიდნენ ნავით უდაბურ ადგილას მარტონი.
33
და დაინახეს, რომ მიდიოდნენ და ბევრმა იცნო ისინი. და გაედევნენ ფეხით ყოველი ქალაქიდან და მიასწრეს მათ.
34
და როდესაც გადმოვიდნენ, უამრავი ხალხი დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ ბევრის სწავლება.
35
უკვე გვიანი ხანი იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიან არის.
36
გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა-სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო.“
37
მან კი მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი.“ და ეუბნებიან მას: „წავიდეთ, 200 დინარის პური ვიყიდოთ და მივცეთ ამათ საჭმელად?“
38
ეუბნება მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს და ეუბნებიან: „ხუთი და ორიც თევზი.“
39
მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანეზე.
40
და დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად.
41
და აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ახედა ცას, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას.
42
და ჭამა ყველამ და გაძღა.
43
და აკრიფეს დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან 12 სავსე გოდორი.
44
და იყო პურისმჭამელი 5 ათასამდე მამაკაცი.
45
მყისვე უბრძანა თავის მოწაფეებს, ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა.
46
რომ გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად.
47
როდესაც მოსაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე.
48
და როცა დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარი იყო, ღამის მეოთხე სადარაჯოზე წავიდა მათკენ ზღვაზე სიარულით და უნდოდა გვერდი აევლო მათთვის.
49
ხოლო მათ, ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენება არისო, და შეჰყვირეს.
50
ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“
51
და ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი. და კიდევ უფრო გაუკვირდათ.
52
რადგან ჯერ პურების ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, არამედ გული გაქვავებოდათ.
53
და გავიდნენ გაღმა ხმელეთზე გენესარეთისკენ, და ჩაუშვეს ღუზა.
54
როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა.
55
შემოირბინეს მთელი ის მხარე და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო.
56
და სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ სამოსის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. და ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16