bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 9
Mark 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 10 →
1
და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მდგომთაგან არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმერთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს.“
2
ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე.
3
მისი სამოსი გახდა ბრწყინვალე, ისეთი ელვარე თეთრი, როგორც ვერც ერთი გამთეთრებელი დედამიწის ზურგზე ვერ შეძლებდა გათეთრებას.
4
და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ელაპარაკებოდნენ იესოს.
5
მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: „რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა; გავაკეთებთ სამ კარავს, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“
6
არ იცოდა, რას ლაპარაკობდა, რადგან შიშმა მოიცვა ისინი.
7
და გამოჩნდა ღრუბელი, რომელმაც მოუჩრდილა მათ და იყო ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ისმინეთ მისი!“
8
და უცებ რომ მიმოიხედეს, ირგვლივ ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი.
9
და როდესაც მთიდან ჩამოდიოდნენ, უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე.
10
და ეს სიტყვა დაიმარხეს თავისთავში და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა?“
11
ჰკითხეს მას: „ხომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდეს?“
12
და უთხრა მათ: „დიახ, ჯერ ელია მოდის და აღადგენს ყოველივეს. კაცის ძის შესახებ კი როგორ წერია? ის, რომ უნდა იტანჯოს და დამცირდეს.
13
მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც წერია მასზე.“
14
და როდესაც მოწაფეებთან მივიდა, დაინახა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოდავე მწიგნობრები.
15
მყისვე დაინახა ის მთელმა ხალხმა და შეძრწუნებულები გაიქცნენ მისასალმებლად.
16
ჰკითხა მათ: „რას ედავებით მათ?“
17
მიუგო მას ერთმა ამ ხალხიდან: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც სიმუნჯის სული სჭირს.
18
და სადაც კი შეიპყრობს, ძირს დასცემს მას, და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღრჭენს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“
19
მიუგო მათ და უთხრა: „ოჰ, ურწმუნო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი.“
20
და მოუყვანეს მას. და როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა ძირს, დაეცა ის მიწაზე და გორავდა დუჟმორეული.
21
ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?“ უთხრა: „პატარაობიდან.
22
ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე, შეგვიბრალე ჩვენ.“
23
იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლია? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“
24
მყისვე შესძახა ბავშვის მამამ და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“
25
როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდურ სულს და უთხრა: „სიმუნჯის და სიყრუის სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“
26
და შეჰყვირა და მაგრად შეაზანზარა იგი და გავიდა. და მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო.
27
იესომ ჩასჭიდა ხელი, წამოაყენა და ისიც ფეხზე დადგა.
28
სახლში რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ იგი?“
29
უთხრა მათ: „ეს მოდგმა ვერაფრით გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით.“
30
იქიდან რომ წამოვიდნენ, გალილეაზე გადიოდნენ. და არ უნდოდა, რომ ვინმეს ეცნო.
31
ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: „კაცის ძე გადაცემულ იქნება ადამიანთა ხელში, და მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“
32
მათ კი ვერ გაიგეს ნათქვამი და ვერ ბედავდნენ, რომ შეკითხოდნენ მას.
33
მივიდნენ კაპერნაუმში და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე დაობდით გზაში?“
34
ისინი დუმდნენ, რადგან გზაში ერთმანეთში დაობდნენ, ვინ უფრო დიდიაო.
35
დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: „ვისაც სურს, რომ იყოს პირველი, იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.“
36
მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შორის, მოეხვია და უთხრა მათ:
37
„ვინც ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.“
38
უთხრა მას იოანემ: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ ვიღაც, რომელიც შენი სახელით დევნის ეშმაკებს, და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება.“
39
იესომ თქვა: „ნუ აუკრძალავთ, რადგან, ვინც ჩემი სახელით სასწაულს მოახდენს, ვერ შეძლებს მალევე დამგმოს მე;
40
რადგან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის.
41
რადგან ვინც ერთ ჭიქა წყალს შეგასმევთ ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება მას თავისი საზღაური.
42
ხოლო ვინც აცდუნებს ერთს ამ მცირეთაგანს ჩემს მორწმუნეთაგან, მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ მისთვის კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ.
43
თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, ხეიბარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტ ცეცხლში,
44
სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
45
თუ შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ,
46
სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
47
თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალთვალა შეხვიდე ღმერთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ,
48
სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
49
რადგან ყოველივე ცეცხლით დამარილდება.
50
მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი აღადგენთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში.“
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16