bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 10
Mark 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 11 →
1
და ადგა და წავიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა. და კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.
2
მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: ნებადართულია კაცისთვის ცოლის გაშვება? და სცდიდნენ მას.
3
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?“
4
მათ თქვეს: „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება.“
5
იესომ კი უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება.
6
შესაქმის დასაბამიდან ღმერთმა კაცად და ქალად შექმნა ისინი.
7
ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის ცოლს.
8
და იქნებიან ორნი ერთი სხეული. ამრიგად, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი.
9
ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.“
10
სახლში ყოფნისას მოწაფეები კვლავ შეეკითხნენ ამაზე.
11
და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ.
12
და თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას შეირთავს, მრუშობს.“
13
და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი კიცხავდნენ მომყვანებს.
14
დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მათნაირებისაა ღმერთის სასუფეველი.
15
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.“
16
მოეხვია მათ, ხელები დაადო და აკურთხა ისინი.
17
გზას რომ გაუდგა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შესთხოვა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“
18
იესომ უთხრა მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.
19
იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“
20
მან უთხრა: „მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი.“
21
იესომ შეხედა, შეუყვარდა ის და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.“
22
ის კი შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23
მიმოიხედა იესომ და ეუბნება თავის მოწაფეებს: „რა ძნელია სიმდიდრის მქონეთათვის ღმერთის სასუფეველში შესვლა!“
24
მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო და ეუბნება მათ: „შვილებო, რა ძნელია ღმერთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
25
აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სასუფეველში.“
26
მათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში თქვეს: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?“
27
შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს შეუძლებელია ადამიანთათვის და არა ღმერთისათვის, რადგან ღმერთისათვის ყოველივე შესაძლებელია.“
28
დაუწყო პეტრემ მას ლაპარაკი: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“
29
თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს,
30
და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს.
31
ხოლო პირველთაგან მრავალნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი – პირველნი.“
32
გზად მყოფნი იერუსალიმში რომ ადიოდნენ, წინ იესო მიუძღოდათ, მაგრამ კრთოდნენ ისინი, და ვინც მისდევდა, მათაც ეშინოდათ. კვლავ გაიყვანა თორმეტნი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას:
33
„აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;
34
დასცინებენ მას, გაამათრახებენ, აფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება.“
35
და მივიდნენ მასთან იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ.“
36
უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?“
37
მათ უთხრეს: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე – მარცხნივ, შენს დიდებაში.“
38
ხოლო იესომ უთხრა მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელსაც მე ვსვამ, და მიიღოთ ნათლობა, რომლითაც მე ვინათლები?“
39
მათ უთხრეს: „შეგვიძლია.“ იესომ უთხრა მათ: „სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით,
40
მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომის მოცემა ჩემზე არ არის, არამედ მათია, ვისთვისაც გამზადებულია.“
41
გაიგო ეს ათმა და დაიწყეს დრტვინვა იაკობზე და იოანეზე.
42
მოიხმო ისინი იესომ და ეუბნება: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავრებად მიჩნეულნი ბატონობენ მათზე და მათი დიდებულები ხელმწიფებენ მათზე.
43
ნუ იქნება ასე თქვენს შორის, არამედ, ვისაც თქვენს შორის სურს იყოს დიდი, ის თქვენი მსახური იყოს,
44
და ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, იყოს ყველას მონა!
45
რადგან კაცის ძე იმისთვის კი არ მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და გასცეს თავისი სამშვინველი მრავალთა გამოსასყიდად.“
46
და მივიდნენ იერიქოში. იერიქოდან რომ გადიოდა თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი.
47
და როდესაც მოესმა, იესო ნაზარეველიაო, დაიწყო ყვირილი და ამბობდა: „დავითის ძეო, იესო, შემიწყალე მე!“
48
ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ყვიროდა: „დავითის ძეო, შემიწყალე მე!“
49
შეჩერდა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას.“ და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის.“
50
მან გადაიგდო მოსასხამი, წამოხტა და მივიდა იესოსთან.
51
მიმართა მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ ბრმამ უთხრა: „რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს.“
52
იესომ უთხრა მას: „წადი, იარე, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. და მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა მას გზაზე.“
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16