bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Mark 12
Mark 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 13 →
1
და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო. მიწის მუშაკთ ჩააბარა და წავიდა.
2
ჟამმა რომ მოაწია, გაგზავნა მიწის მუშაკებთან მონა, რათა მიეღო მათგან ვენახის ნაყოფი.
3
მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
4
და კვლავ სხვა მონა გაუგზავნა მათ. თავში ურტყეს მას და შეურაცხყვეს.
5
სხვა გაგზავნა და მოკლეს იგი. და კიდევ ბევრი სხვა, რომელთაგან ზოგს სცემეს და ზოგიც მოკლეს.
6
ჰყავდა ერთადერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან, თქვა, ჩემი ძის მოერიდებათო.
7
ამ მიწის მუშაკებმა კი თქვეს ერთმანეთში: ‘ეს მისი მემკვიდრეა. მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩება.’
8
შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახს გარეთ.
9
რას იზამს ვენახის პატრონი? – მივა, ამოწყვეტს მიწის მუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს.
10
ნუთუ არ წაგიკითხავთ დაწერილი: ‘ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა.
11
უფლისგან მოხდა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში?’“
12
შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და მიატოვეს იგი და წავიდნენ.
13
და მიუგზავნეს მას ზოგიერთნი ფარისეველთა და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაზე.
14
და მივიდნენ და უთხრეს მას: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცის სახეს კი არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“
15
მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო.“
16
მათაც მიუტანეს და ეუბნება მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ უთხრეს მას: „კეისრისა.“
17
იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს.“ და უკვირდათ მისი.
18
მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ არ არის აღდგომა, და ჰკითხეს მას:
19
„მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: ‘თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ქალი და აღუდგინოს ნაშიერი თავის ძმას.’
20
იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, ნაშიერი არ დარჩენია.
21
მეორემ შეირთო იგი და მოკვდა. არც მას დარჩენია ნაშიერი. ასევე მესამემ.
22
შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია ნაშიერი. ყველას შემდეგ კი ქალიც მოკვდა.
23
აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“
24
უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღმერთის ძალა?
25
რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
26
ხოლო მკვდრების შესახებ, რომლებიც აღდგებიან, არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, როგორ უთხრა მას მაყვლის ბუჩქთან ღმერთმა: ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა’?
27
მკვდრებისა კი არ არის ღმერთი, არამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით.“
28
მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგად უპასუხა მათ, და ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?“
29
მიუგო იესომ: „პირველი მცნებაა, – ისმინე, ისრაელო! – უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია;
30
შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება.
31
მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“
32
და უთხრა მას მწიგნობარმა: „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტებას ამბობ შენ, რადგან ‘ის ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,’
33
და ‘გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონიერებით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი’ – ეს ყოველ სრულადდასაწველზე და შესაწირავზე მეტია.“
34
როდესაც იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღმერთის სასუფევლისგან.“ ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რაიმე ეკითხა მისთვის.
35
და მიმართა იესომ მათ და თქვა, როდესაც ასწავლიდა ტაძარში: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?
36
თავად დავითმა თქვა სულიწმიდით: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.’
37
თავად დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის ის მისი ძე?“ და დიდძალი ხალხი უსმენდა მას მოწადინებით.
38
და თქვა თავისი მოძღვრებით: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი;
39
სინაგოგებში კი – წინა რიგები და ნადიმებზე – წინა ადგილები,
40
რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“
41
და იჯდა საგანძურის წინ და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ბევრმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა.
42
მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი ქალი და ჩადო სპილენძის ორი მონეტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს.
43
და დაუძახა თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო.
44
რადგან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი ნაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა.“
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16